ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა
ხათუნა ლაგაზიძემ "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაადასტურა.
"განხეთქილებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, ხათუნა ლაგაზიძემ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, დანარჩენ განმარტებას, ალბათ, თავად პაატა ბურჭულაძე გააკეთებს. როგორც ვიცი, ხათუნა ლაგაზიძე აგრძელებს თანამშრომლობას პარტიასთან, თუმცა თავს სხვა მიმართულებით ხედავს", - განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში.
ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფო დაცვას ითხოვს
ხათუნა ლაგაზიძე "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" 30-კაციან საარჩევნო სიაში არ ფიგურირებს.
მკითხველის კომენტარები
(17)
რა
ბრავო ხათუნა, შენ ღირსეული ქალი ყოფილხარ და მაგ არამზადებს დროზე აუღე ალღო! ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას!