"ქართული ოცნება" მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით გამოდის.
როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი, "ქართული ოცნება" შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას, აღნიშნული დოკუმენტი კი საფუძვლად დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
"ქართული ოცნების" პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ქართული ოცნება" შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი:
• მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი;
• ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი;
• ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი;
• დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი;
• ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი", - ნათქვამია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში, რომლის სახელწოდებაა "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა".
"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამით პენსიის კონკრეტული ოდენობით გაზრდა გათვალისწინებული არ არის. მმართველი გუნდი, ამომრჩევლებს კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.
"ქართული ოცნება" გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. აღნიშნული რეფორმა კაპიტალის ბაზრის შედარებით ფართო რეფორმის შემადგენელი კომპონენტია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას.
საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, აგრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება.
ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, კერძო დაგროვებითი პენსია ოპტიმალური მოდელია საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით. კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას აქვს ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი.
კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საბოლოოდ, დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე", - აცხადებს "ქართული ოცნება".
საარჩევნო პროგრამაში მმართველი გუნდი იმასაც განმარტავს, თუ რა ეკონომიკური ეფექტი ექნება აღნიშნულ რეფორმას. "რეფორმის განხორციელება რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელს გაზრდის დამატებით 0,4-0,6%-ით. დამატებითი კაპიტალის გაჩენა ეკონომიკაში ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან, რომლის შექმნასაც "ქართული ოცნება" გეგმავს, 10-15 ათასი ადამიანი მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად შეიქმნება;
რეფორმის შედეგად, ქვეყანაში ლარში დენომინირებულ სესხებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 2%-ით შემცირდება. საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ერთი მხრივ, სტიმულს მისცემს მეწარმეებს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები და გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, ხოლო, მეორე მხრივ, გაიზრდება ეროვნული დანაზოგების გრძელვადიანი მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია საარჩევნო პროგრამაში.
"ქართული ოცნების" განმარტებით, სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება მოქმედი და დაინერგება კიდევ ახალი პროგრამები.
"ქართული ოცნების" სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; უზრუნველყოფილი იქნება სისტემის ფუნქციონირება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმგვარად, რომ გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორები; გამკაცრდება მონიტორინგის სისტემა; დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული არსებობის გარანტია. დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსებას დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან; დაინერგება სახელმწიფო პროგრამა - "ცხოვრება გრძელდება", რომლის ფარგლებში კერძო კომპანიები წახალისდებიან საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირების დასაქმებისათვის", - განმარტებულია მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში.
"ქართული ოცნება" ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით აქტიური პოლიტიკის გატარების გაგრძელების დაპირებას იძლევა.
"ქართული ოცნება" არაერთი ბიზნეს ინიციატივით გამოდის. "დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - "ქართული ოცნება" რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული და არავის მოუწევს საკუთრებაზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან მოტყუების, იძულების, მუქარის, შანტაჟის თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო; უზრუნველყოფილი იქნება საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა - ამოქმედდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზე არ იქნება საოჯახო, მემკვიდრეობითი, სამეზობლო თუ სხვა სახის დავა. გარდა ამისა, ალტერნატივის სახით, შეიქმნება ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო წესით უფლების დაცვის ეფექტიანი საპროცესო მექანიზმი და გამკაცრდება კონტროლი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე; შეიქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. შედეგად, ბიზნესს შეუმცირდება სახელმწიფოსგან შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის საჭირო დრო და რესურსები;
კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინ სერვისები, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ონლაინ დარეგისტრირება, ასევე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ონლაინ განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისვლის გარეშე; გამოცხადდება მორატორიუმი ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღებაზე. აღნიშნული მორატორიუმი შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, გარდა იმისა, რომელიც იმპერატიულად მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით; გამოცხადდება მორატორიუმი ახალი მარეგულირებელი სტრუქტურების შექმნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით", - ნათქვამია საარჩევნო პროგრამაში.
გარდა ამისა, მმართველი გუნდის მტკიცებით, მოხდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, თუმცა 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი.
მმართველი გუნდი თავის საარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკასაც შეეხო. "ქართული ოცნება" მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში სასჯელის ლიბერალიზაციას გეგმავს.
"მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. პრევენციული პროგრამებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით - ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას", - ნათქვამია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.
გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამომრჩევლებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხითაც პირდება რეგულაციების შემუშავებას. "სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავებს რეგულაციებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან და დამოკიდებულ პირებთან მიმართებაში. გამკაცრდება სახელმწიფო კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე. გაძლიერდება პრევენციული საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზარტულ თამაშებში ჩაბმა", - აღნიშნულია საარჩევნო პროგრამაში.
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამის, სახელწოდებით "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" პრეზენტაცია გუშინ გამართა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(4)
გზებს რომ ააშენებთ დაასაქმებთ ხალხს აბა თქვენ ხომ არ იმუშავებთ ყველაფერს ნუ დაამადლით ხალხს, გააჩნია კიდევ რამდენს გადაუხდით, თუ ისევ მათხოვრულ ფულს მისცემთ. როგორც იცით მაგ პირობებში ზანგების არ მუშაობენ, ჩინელებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ქვეყანაში ფული გააიაფეთ და თქვენი არავის არაფერი არ უნდა
ქართული ოცნება 200000 სამუშაო ადგილს ვერ შექმნის, ეს ზღაპარია. ეს 4 წელი თავიანთი ნათესავების და ოჯახის წევრების დასაქმებაზე მუშაობდა, ჯერ ხალხისთვის ვერ მოიცლის ხალხი მაგათ ფეხებზე ჰკიდიათ.