30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
10.09.2016 / 08:09
შრიფტის ზომა:

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალდანიშნულმა მოსამართლეებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ. გიორგი პაპუაშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი თავის დროზე პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნულები.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი სრულიად არაპოლიტიზირებული, მთავარზე ორიენტირებული, სახელმწიფოს ფუნქციონირების არაპოლიტიკურ და არა კონიუნქტურულ დაცვაზეა ორიენტირებული. 

"ჩვენ ვთქვით, რომ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფლება კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანების თავისუფალი საზოგადოება შევქმნათ ისეთ პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებით, რომელიც ერთდროულად პიროვნების თავისუფლებასაც და ამავე დროს ეფექტურ და ეფექტიან მმართველობას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ გზის გასავლელად, ბუნებრივია, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მნიშვნელოვანწილად ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად სახელმწიფოს ფუნქციონირებასა და პიროვნების თავისუფლებას, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი თავისუფალი საზოგადოების შექმნას, არის სწორედ სასამართლო სისტემა და ამ სისტემაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საკონსტიტუციო სასამართლო." - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მოსამართლედ დანიშვნის შესახებ კომენტარი ირინა იმერლიშვილმაც გააკეთა, მას იმედი აქვს, რომ შერყეული ნდობის აღდგენას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, ახალი მოსამართლეები შეძლებენ.

"უაღრესად დიდი პატივია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ამ ნდობისთვის," -განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება ღირსეულად შეძლოს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია- ეს არის კონსტიტუციის უზენაესობის დაცვა, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. თითოეულმა მოსამართლემ, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, ყველამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ეს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობაა და შევეცდები გავაკეთო ყველაფერი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეესაბამებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს."- აღნიშნა მოსამართლემ.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უფლებამოსილების შესრულებას ფიცის დადების შემდეგ შეუდგებიან, რომელიც მას შემდეგ მოხდება, რაც 30 სექტემბერს პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ მოსამართლეებს უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ამოეწურებათ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალდანიშნულმა მოსამართლეებმა პირველი კომენტარი გააკეთეს | Allnews.Ge