24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
19.09.2016 / 13:09
შრიფტის ზომა:

მამისონის უღელტეხილი - გზის აღდგენის გეგმა და მოსალოდნელი საფრთხეები

იგეგმება თუ არა მამისონის მიმართულებით რუსეთთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა? აღნიშნულმა საკითხმა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა. უღელტეხილზე, სადაც ოსეთის სამხედრო გზა გადის, გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვებს მედიაც აქტიურად სვამს. არის თუ არა შემუშავებული ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის კონკრეტული გეგმა და რა ეტაპზეა ინიციატივა?

ALLNEWS.GE-ის მიერ დასმულ კითხვას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე, არანაირი გეგმა არ არსებობს. სესიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ საკითხის განხილვისგან თავი სხვადასხვა ტიპის საფრთხეებისა და განსხვავებული ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების გამო შეიკავა.

"მე როგორც ვიცი, ამ ეტაპზე არანაირი გეგმა არ არსებობს და არც განხილვა ყოფილა. ეს უკავშირდება სხვადასხვა სააფრთხეებს, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. თანაც თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვსაუბრობთ ქვეყანაში მთელი რიგი პრიორიტეტებია, მამისონი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უღელტეხილის მიმართულებით გზის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, მიუხედავად ამისა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ხიდის აღდგენის შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზე აქტიურად საუბრობენ.

"რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ გზას?

ამ კითხვაზე არანაირი პასუხი არ არსებობს, საფრთხე კი ნამდვილად მოაქვს. თავის მხრივ, ეს დამაკავშირებელი გზა იქნება რეგიონთან, რომელიც სტაბილური არ არის და საიდანაც შეიძლება სამხედრო აგრესიის საფრთხე არსებობდეს. არ არის არც ერთი მიზეზი, არც ეკონომიკური და არც სხვა, რომელიც გაამართლებდა ამის არსებობას."- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგი კაპანაძემ.

ფაქტზე, რომ აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე ოკუპანტი ქვეყნისგან მომავალი ყველა საფრთხე აუცილებლად გასათვალისწინებელია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც საუბრობს.

"აღნიშნულის თაობაზე მსჯელობა საბჭოს სხდომაზე არ ყოფილა. ვინაიდან არ ყოფილა ამის განხილვა, მე ვერ მოგახსენებთ დეტალურად, თუმცა არსებობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია და აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნისგან"-განმარტა ირინა იმერლიშვილმა.

მოსაზრებას, რომ მამისონის მიმართულებით ინფრასტრუქტურის აღდგენა რაიმე სახის საფრთხეს შეიცავს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცალსახად არ იზიარებს და განმარტავს, რომ 2008 წელს მამისონზე გზა არ ყოფილა, მაგრამ "წინა ხელისუფლებამ მოახერხა და მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები".

"ინფრასტრუქტურა აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკა და ბიზნესი სწრაფად განვითარდეს. გზის გაკეთება ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ."-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება აუცილებელია.

შეიძლება თუ არა დაემუქროს საქართველოს რაიმე კონკრეტული საფრთხე მამისონის მიმართულებით გზის აღდგენის შემთხვევაში? - ამის გასარკვევად ALLNEWS.GE კონფლიქტოლოგ ზაზა ცოტნიაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან, რაც უფრო მეტი გზა იქნება, საიდანაც რუსეთის ტანკი საქართველოში შემოვა, რისკი სულ უფრო გაიზრდება, თუმცა პროფესორის თქმით, ამ შემთხვევაში, უმჯობესია, აქცენტი ეკონომიკურ გათვლაზე გაკეთდეს.

"მე უშუალო მონაწილე გახლავართ ე.წ ქართულ-ოსური კონფლიქტის და კარგად მახსოვს იდეა, რომ თუ ჩვენ როკის გვირაბს დავანგრევდით რუსულ ოკუპაციას თავიდან ავიცილებდით. გასაგებია, რომ რუსეთი მოძალადე მეზობელია. ძალიან კარგად გვაქვს ეს გაცნობიერებული, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეკონომიკური გათვლები უფრო საინტერესო იქნება, რადგან თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველოს დაპყრობა გააგრძელოს, ბუნებრივია, ამას გააკეთებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მამისონის პატარა გზით განხორციელდეს"- განმარტა ზაზა ცოტნიაშვილმა.

კონფლიქტოლოგის განმარტებით, საქართველოს სტრატეგია ცალსახად გამოკვეთილია და ხელისუფლებას პროდასავლური მიმართულება უკვე არჩეული აქვს. ამ პირობებში, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მამისონის უღელტეხილი მედიის ყურაღდების ცენტრში ჯერ კიდევ 2009 წელს მოექცა, როცა ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახზე გადებული ე.წ. ნიკოლოზის ხიდი აფეთქდა და ქართველმა მესაზღვრეებმა 20 კილომეტრით უკან დაიხიეს, თუმცა, მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხიდის აფეთქების ფაქტიც უარყვეს და მესაზღვრეების უკან დახევისაც.

მკითხველის კომენტარები
(3)

20 სექტემბერი , 2016 08:09

საბჭოთა მემკვიდრეობის მიხედვით მამისონის უღელტეხილის სამხრეთ სეგმენტის გარკვეული ზოლი ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიის ფარგლებშია. ანუ გამოდის, რომ თუ უღელტეხილზე გზა გაივლის ან გვირაბი, კავკასიონის ორივე მხარეს რუსეთი გააკონტროლებს. ორი აზრი არ არსებობს - დაუშვებელი პროექტია! რატომ? დააკვირდით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის სამხედრო გეგმებს 1921 წელს და 2008 წელს. ჯარების შემოსვლა ხდებოდა მრავალი მიმართულებიდან: აფხაზეთიდან, როკის გვირაბიდან, ჯვრის უღელტეხილიდან, აზერბაიჯანის და სომხეთის მხრიდან და სხვ. გათვლა მარტივი და ეფექტურია. მრავალმიმართულებიან სამხედრო შემოტევებზე საქართველოს თავდაცვა სწრაფად იშლება. რატომ უნდა დავუმატოთ ახალი მიმართულება მათ შემოსასვლელად?!

ზვიადი
20 სექტემბერი , 2016 06:09

მამისონი დააკავებს? შემოვა და თავად აღადგენს

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მამისონის უღელტეხილი - გზის აღდგენის გეგმა და მოსალოდნელი საფრთხეები | Allnews.Ge