19 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
21.09.2016 / 08:09
შრიფტის ზომა:

როგორ გამოეხმაურა ქართული პოლიტიკური სპექტრი 26 მაისის აქციის ახალ კადრებს

მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტზე დათა ახალაიას, ლევან ქარდავას, ვასილ ლელუაშვილსა და რევაზ შიუკაშვილს ბრალი წაუყენა. აღნიშნულს ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და ბრალდებულთა ადვოკატები გამოეხმაურნენ.

დათა ახალაიას ინტერესების დამცველის, რომეო საჯაიას განცხადებით, ვიდეომასალის ალტერნატიული ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, პროკურატურა დათა ახალაიას დევნას განაგრძობს.

"საქართველოს პროკურატურას პასუხი გასცა ევროპის ერთ-ერთმა სასამართლომ, რომელმაც საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფოს უარი უთხრა დავით ახალაიას ექსტრადირებაზე, ვინაიდან ის პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა და ექსტრადირების შემთხვევაში დაექვემდებარებოდა უკანონო პოლიტიკურ გასამართლებას," - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვასილ ლელუაშვილი, დათა ახალაიასგან რაიმე დავალების მიღებას უარყოფს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ვასილ ლელუაშვილს არგუმენტი აქვს ასეთი, რომ ფიზიკურად იქ იმყოფებოდა, რადგან სამსახურის უფროსი დათა ახალაია იქ იყო და სამივე მოადგილე იქ ვიყავითო, მაგრამ მისთვის არც არაფერი დაუვალებიათ და არც მას მიუცია დავალება ვინმესთვის," - აღნიშნა ადვოკატმა.

მთავარი პროკურატურა - 26 მაისის ღამეს, დათა ახალაიას მიერ გაიცა ბრძანება - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“

მთავარმა საგამოძიებო ორგანომ, 2011 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაიბარა და გამოცხადებისთვის ვადა 21 სექტემბრის 18:00 საათამდე მისცა. აღნიშნულს ოდესის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს მოქმედი ხელძღვანელი უკრაინიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

"ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მოქმედება ნაკარნახებია ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიშებითა და ინტერესებით"- წერს გია ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეომასალის გავრცელებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც გამოეხმაურა.

"26 მაისის დარბევას საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა, როცა შემზარავი კადრები გავრცელდა, თუ როგორ იწვნენ მშვიდობიანი მომიტინგეები სისხლის გუბეებში. ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილის გარდა პასუხი უნდა ეგოთ იმ პირებს, ვინც ამ ბრანებას იძლეოდა და ასრულებდა," - აღნიშნა ბესელიამ.

პროკურატურამ 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტზე დათა ახალაიას და რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ვინც დღემდე ვერ დარწმუნდა, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება, ის ვერც ამ კადრების ნახვით დარწმუნდება.

"კარგია თუ პროკურატურას დღეს აქვს ახალი სამხილები და ახალი მასალები. მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო უფრო ადრე და არ იყოს სპეკულაციების საშუალება," - დასძინა მან.

აღნიშნული კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, თინა ხიდაშელს პროკურატურასთან კითხვები აქვს: როდის მოხდა მასალის მოპოვება, ამ ვიდეოსთან დაკავშირებით შეეკითხნენ თუ არა ყოფილ "ნაციონალებს", ვინც "ოცნებას" სიაში ჰყავს წარმოდგენილი; ამ საქმეს ლევან მურუსიძის სასამართლო განსჯის თუ არა, რატომ იყვნენ წინააღმდეგნი ასეთ ფაქტებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე.

26 მაისის აქციის დარბევის კადრებს ნინო ბურჯანაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" სიაში არის ორი ადამიანი, რომელიც აშშ-ს ელჩთან ერთად 26 მაისის აციის დარბევისთვის მწვანე შუქის მიმცემი იყო".

პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეომასალის მოპოვება რამდენიმე თვის წინ მოხდა, მისთვის ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კი მხოლოდ 16 სექტემბერს მიიღეს, სწორედ ამიტომ კადრების გასაჯაროება არ დაგვიანებულა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გამოეხმაურა ქართული პოლიტიკური სპექტრი 26 მაისის აქციის ახალ კადრებს | Allnews.Ge