საზოგადოება
05.01.2021 / 04:01
შრიფტის ზომა:

სიმპტომები, რომლებიც აუტისტური სპექტრის აშლილობაზე მიგანიშნებთ

სიმპტომები, რომლებიც აუტისტური სპექტრის აშლილობაზე მიგანიშნებთ

გთავაზობთ ნიშნებს, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია შევნიშნოთ ეს დარღვევა ბავშვში და მოვახდინოთ დროული რეაგირება.

მაშ ასე:

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს შესაძლოა:

  • არ ჰქონდეს არანაირი ინტერესი გარშემომყოფი საგნებისა და ადამიანების მიმართ, არ აქცევდეს ყურადღებას სათამაშოებს, დედის წასვლა-მოსვლებს
  • არ ჰქონდეს რეაქცია დაძახებაზე, ვერ ასრულებდეს მარტივ მითითებებს
  • უჭირდეს სხვებთან ურთიერთობის დამყარება
  • არ გიყურებდეთ თვალებში!
  • სხვების ემოციების გაგება არ შეეძლოს, ვერ ხვდებოდეს სხვა რას განიცდის
  • არ აძლევდეს მოფერების და ჩახუტების უფლებას ადამიანებს, მშობლებსაც კი
  • უჭირდეს საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა (ჩვილობაში - შიმშილის, წყურვილის, სიცვის ან ნებისმიერი დისკომფორტის დროსაც კი გაუნძრევლად და უხმოდ იწვეს)
  • 2-3 თვის ასაკში არ იმეორებდეს და არ რეაგირებდეს ადამიანთა ემოციებზე, არ ახასიათებდეს თითის ჩაკიდება, ღუღუნი
  • უჭირდეს "ვითომ" თამაშები
  • ახასიათებდეს სტერეოტიპული ქცევა და ფრაზები! (ადგილზე ხტომა, სირბილი წინ და უკან, ბზრიალი, ხელების სახესთან ახლოს მიტანა და თითებით გარკვეული მოძრაობები, გაშეშება, წინ და უკან ქანაობა ან იმეორებდეს ერთსა და იმავე ფრაზასა თუ სიტყვას არაადეკვატურად და მიზანმიმართულობის გარეშე)
  • უჭირდეს ცვლილებებთან შეგუება
  • უჩვეულო რეაქცია ხმების, სუნების, გემოების მიმართ (ამოიჩემოს ერთი კონკრეტული ფერის და შემცველობის საკვები, იცვამდეს მხოლოდ კონკრეტული ფაქტურის სამოსს...)
  • უნარების რეგრესი (განსაკუთრებით 1.5 წლიდან)
  • განვითარების შეფერხება, მეტყველების სირთულე
  • ქცევის დარღვევა (ტანტრუმები, აგრესია, ისტერიკები)
  • ძილის პრობლემები, მადის დარღვევა
  • ფსიქიკური პრობლემები ( დეპრესია, შიზოფრენია, ობსესურ-კომპულსური აშლილობა, ყურადღების კონცენტარციის და ჰიპერაქტივობის სინდრომი)
  • სათამაშოების არაფუნქციური გამოყენება  მანქანის ბორბლის ტრიალი, სათამაშოს დეტალური დაკვირვება, უპირატესობას ანიჭებენ საყოფაცხოვრებო ნივთებით თამაშს)
  • შეზღუდული ინტერესები (მხოლოდ ერთი რამე აინტერესებდეს და მის შესახებ იცოდეს დეტალურად ყველაფერი)
  • ასაკის შეუსაბამო ინტერესები: ციფრები, ლოგოები, ასოები...

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ნეიროფსიქოლოგთან!

დადასტურებულია, რომ ადრეული ჩარევა და ინტენსიური თერაპიები ეხმარება ბავშვს ამ ნიშნებმა დაიწყონ უკუსვლა და დაისწავლოს ის უნარ-ჩვევები,რაც სრულფასოვან ცხოვრებასა და საზოგადოებაში ადაპტირებაში დააეხმარება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გიორგი მარგველაშვილის აზრით, საზოგადოებაში დესტაბილიზაციის ფონი არ შეინიშნება | Allnews.Ge

გიორგი მარგველაშვილის აზრით, საზოგადოებაში დესტაბილიზაციის ფონი არ შეინიშნება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ.

პრეზიდენტის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას შესაბამისი პასუხი გაეცეს და საარჩევნო პროცესი მშვიდ, თავისუფალ და სამართლებრივ გარემოში წარიმართოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, საზოგადოებაში დესტაბილიზაციის ფონი არ შეინიშნება, საარჩევნო პროცესიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციებია, რასაც, პირველ რიგში, პასუხი სამართალდამცველთა მხრიდან უნდა გაეცეს.

"არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროში არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე. არ შეიძლება პოლიტიკოსები დებატებზე მხოლოდ ურთიერთბრალდებების ენით საუბრობდნენ. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან და პასუხი გასცენ სამართალდამცავმა უწყებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კი, ამომრჩეველს უნდა გააცნონ საარჩევნო პროგრამები და საკუთარი ხედვები. ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება 8 ოქტომბერს მშვიდ და თავისუფალ ვითარებაში გააკეთონ საკუთარი არჩევანი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.