
გორში ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ინციდენტის მონაწილე პირი დადგენილია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გორში, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, იგი სრულად გამორიცხავს ამ ინციდენტში "ქართული ოცნების" აქტივისტების მონაწილეობას, მით უმეტეს "ქართული ოცნების" ლიდერების კავშირს.
"გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის და, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში.
ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული.
"ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და გორის კონკრეტულ მოსახლეებს შორის", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შემთხვევას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიაც გამოეხმაურა. მან სამართალდამცავებისგან ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფესი გამოძიება მოითხოვა.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესში იარაღის ჟღარუნი თავში აღარავის მოუვიდეს.
"სამართალდამცავ სტრუქტურებს უმკაცრესად უნდა მოეთხოვოს, რომ უსწრაფესად დაადგინონ ვინ იყო დამნაშავე და რატომ მოხდა ასეთი ფაქტი. ჩვენ საზოგადოების წინაშე გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკური დებატები იყოს სუფთა ზიზღის ენისგან და დაპირისპირებისგან, მით უმეტეს, შეიარაღებული დაპირისპირებისგან. ჩვენ გვახსოვს, რა სავალალო შედეგები მოუტანა ამან ქვეყანას", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა, რომელმაც მომხდარში ედუარდ ნუცუბიძე და ალექსანდრე ინდიაშვილი დაადანაშაულა. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი.
ამასთან, ოქრუაშვილი გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გორში ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ინციდენტის მონაწილე პირი დადგენილია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გორში, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს.
როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, იგი სრულად გამორიცხავს ამ ინციდენტში "ქართული ოცნების" აქტივისტების მონაწილეობას, მით უმეტეს "ქართული ოცნების" ლიდერების კავშირს.
"გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის და, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში.
ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული.
"ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და გორის კონკრეტულ მოსახლეებს შორის", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შემთხვევას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიაც გამოეხმაურა. მან სამართალდამცავებისგან ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფესი გამოძიება მოითხოვა.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესში იარაღის ჟღარუნი თავში აღარავის მოუვიდეს.
"სამართალდამცავ სტრუქტურებს უმკაცრესად უნდა მოეთხოვოს, რომ უსწრაფესად დაადგინონ ვინ იყო დამნაშავე და რატომ მოხდა ასეთი ფაქტი. ჩვენ საზოგადოების წინაშე გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკური დებატები იყოს სუფთა ზიზღის ენისგან და დაპირისპირებისგან, მით უმეტეს, შეიარაღებული დაპირისპირებისგან. ჩვენ გვახსოვს, რა სავალალო შედეგები მოუტანა ამან ქვეყანას", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა, რომელმაც მომხდარში ედუარდ ნუცუბიძე და ალექსანდრე ინდიაშვილი დაადანაშაულა. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი.
ამასთან, ოქრუაშვილი გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს.
მკითხველის კომენტარები
(0)