პოლიტიკა
04.10.2016 / 08:10
შრიფტის ზომა:

NDI საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვა, რომელიც პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგება.

მათივე ცნობით, დელეგაციას ხელმძღვანელობენ, აშშ-ს დელავერის შტატის ყოფილი სენატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ კაუფმანი; პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი იანუშ ონიშკევიჩი; აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი კონეკტიკუტის შტატიდან და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სემ გეჯდენსონი; ბელგიის სახელმწიფო მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი ანემი ნეიტს-უტებროკი; NDI-ის ევრაზიის პროგრამების რეგიონალური დირექტორი ლორა ჯუიტი და NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მუშაობის პროცესში დელეგაცია მხედველობაში მიიღებს NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს, რომელიც საქართველოს ივნისში სტუმრობდა; ასევე გრძელვადიანი ანალიტიკოსების დაკვირვებებს, რომლებიც საქართველოში აგვისტოდან იმყოფებიან. NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. NDI საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უჭერს მხარს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, თბილისში დელეგაციის წევრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან, ხოლო თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან.

არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან, რის შემდეგაც დაკვირვებების შესაჯამებლად თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების დღეზე დაკვირვების წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ.

დელეგაციის წინასწარი ანგარიში პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება, რომელიც 9 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

NDI საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება | Allnews.Ge