26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით პრემიერმა საგანგებო განცხადება გააკეთა | Allnews.Ge

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით პრემიერმა საგანგებო განცხადება გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ემოციების შეკავებისკენ მოუწოდებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ინტერესშია, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, გარკვეულწილად, ემოციებისა და ინცინდენტების რაოდენობის მატება შეიმჩნევა.

ვის ინტერესებში შედიოდა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება

"უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდობიანი არჩევნები, რომელიც თავისუფალი იქნება ყველანაირი კონფრონტაციისგან. ხელისუფლება, მაქსიმალურად ბევრს მუშაობს სამართალდამცველებთან ერთად, რათა მაქსიმალურად მოახდინოს ასეთი შემთხვევების პრევენცია. რეაგირება, ბოლო დღეების ინცინდენტებთან მიმართებაში უკვე იყო - რამდენიმე ინცინდენტის ნაწილში, ბრალდებულები დაკავებულებიც არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად შევიკავოთ ნერვები, ემოციები; ბოლო სამი დღის განმავლობაში, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ღირსეულად ჩავატაროთ არჩევნები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - რა ვერსიები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს

პრემიერის თქმით, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარების მიმართულებით და ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

"ვფიქრობ, იმისთვის, რომ ჩვენ აქამდე მივიდეთ, ძალიან დიდი ბრძოლა გასწია ქვეყნის მოსახლეობამ და მთავრობამაც ბევრი იმუშავა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ და გთხოვთ, ემოციები დავაცხროთ, ტემპერატურა დავწიოთ, მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.