პოლიტიკა
18.06.2016 / 08:06
შრიფტის ზომა:

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზზე მან Ambebi.ge-სთან ისაუბრა.

”ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა, ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებული იყო. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მე სტატისტიკაზე აგებული დოკუმენტაცია მიყვარს და ეს იქ ვერ დავინახე. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი”, - განაცხადა ნინო კუზანოვამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ნინო ნადირაძე-კუზანოვა პარტიის ყრილობის დღეს აცხადებდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევიდოდა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა | Allnews.Ge

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა.

კონკრეტულად, როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, COREPER-მა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს.

"დღეს საბჭომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხთან დაკავშირებით. მხედველობაში მივიღეთ ქვეყანაში გატარებული რეფორმები. ევროკავშირის უმაღლეს პირებს სჯერათ, რომ რეფორმების გზა სწორია და წახალისებული უნდა იყოს. პრცესის დასასრულებლად ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - განაცხადა ევროკავშირში სლოვაკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა პეტერ იავორჩიკმა.

COREPER-ი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 90 დღის განმავლობაში.

ევროკავშირის საბჭომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედების პარალელურად შევა.