30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
05.10.2016 / 13:10
შრიფტის ზომა:

დავით ბაქრაძე - ქვეყანა მოვიყვანეთ გამარჯვების ზღვართან და 3 დღეში ამ ზღვარს გადავლახავთ

ქვეყანა მოვიყვანეთ გამარჯვების ზღვართან და 3 დღეში ამ ზღვარს გადავლახავთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ "ვარდების მოედანზე" მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"გილოცავთ ჩვენო თანაგუნდელებო, საქართველოს თანამებრძოლებო, რომ გავიარეთ ურთულესი პერიოდი, გავუძელით ურთულეს გამოწვევებს, შევერკინეთ ურთულეს პრობლემებს და ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ჩვენი ქვეყანა მოვიყვანეთ გამარჯვების ზღვართან და 3 დღეში ამ ზღვარს გადავლახავთ, საქართველო და თითოეული ჩვენგანი იქნება გამარჯვებული.

დღეს ამ მოედანზე პოზიტიური მუხტით ვართ ყველა დამუხტული და ეს არის ჩვენი პასუხი იმ კითხვაზე, თუ როგორ ვაპირებთ არჩევნების მოგებას და რას ვაპირებთ არჩევნების შემდეგ. ჩვენ არჩევნების მოგებას ვაპირებთ ასე - სიმშვიდით, ერთად დგომით, პატრიოტიზმით და ასე მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე და პრობლემაზე, რომელიც ჩვენ შეგვიქმნეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ასევე ისაუბრა გივი თარგამაძეზე გუშინ მომხდარ თავდასხმაზე.

"საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც თბილისის ცენტრში მანქანაში აფეთქებენ ადამიანებს და პოლიტიკურ ლიდერებს; დაბრუნდა დრო, როდესაც უდანაშაულო ადამიანები ზიანდებიან ტერორისტული აქტის გამო. მე მინდა თანადგომა და გამხნევება გამოვუცხადო იმ ადამიანებს, ვინც გუშინ ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალდა, მაგრამ მინდა ასევე მკაფიოდ ვთქვა - თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ დაგვაშინებდა, რომ თქვენ აქ არ მოხვიდოდით და ეს აქცია არ შედგებოდა, ძალიან მწარედ გავუცრუეთ ეს იმედი. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ არავის გვეშინია და მზად ვართ გამარჯვებისთვის. ჩვენ არავის ვემუქრებით და ვაშინებთ, იმიტომ რომ ჩვენი გამარჯვება სჭირდება ყველას.

მთელი საქართველო დაიღალა იმ მარაზმით და უკუსვლით, რომელსაც ყოველდღიურად გვთავაზობს ჩვენი ხელისუფლება. მთელი საქართველო დაიღალა იმ ზიზღით და ქვის სროლით, რომელსაც გვათავაზობს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ილაპარაკოს პროგრესზე. ამიტომ თქვენთან ერთად 3 დღეში წერტილი უნდა დავუსვათ ამ დაპირისპირებას და ზიზღს და ყველამ ერთად დავიწყოთ ახალი, უკეთესი საქართველოს შენება ახალი ენერგიით.

ჩვენი გამარჯვება არ არის პარტიის გამარჯვება. მე ვარ ამ პარტიაში, თითოეული ჩვენგანი ვართ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის არ არსებობს უფრო დიდი პარტია, ვიდრე ეს არის საქართველო, ამიტომ ჩვენი გამარჯვება უნდა იყოს საქართველოს გამარჯვება. ჩვენ გამარჯვებას ჩვენ ვუძღვნით მთელ საქართველოს. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აინტერესებს ვინ ვის მისცა ხმა ოთხი წლის წინ, იმიტომ რომ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, "8 ოქტომბერს ყველა ერთად ვნახავთ ღირსეულ ქართველ ერს, რომელიც ეტყვის "არას" მატყუარა და უნიათო მთავრობას".

მკითხველის კომენტარები
(1)

ლულუ
07 ოქტომბერი , 2016 03:10

ქვეყანას თავი დაანწებეთ ბატონო დავით, მასზე არასდროს გიზრუნიათ, საკუთარი მუცლის გულისთვის იბრძვით, ქვეყანას ნუ ახსენებთ საერთოდ.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დავით ბაქრაძე - ქვეყანა მოვიყვანეთ გამარჯვების ზღვართან და 3 დღეში ამ ზღვარს გადავლახავთ | Allnews.Ge