
ნარკოდანაშაულში ბრალდებული დავით ხარშილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 ათას ლარიანი გიროთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ხარშილაძეს ასევე დაევალა სასამართლოსთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის გვერდზე წერს.
აპატურაი დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება.
"ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ახლო წარსულში კი ეს იყო კანდიდატის ავტომობილის აფეთქება. საარჩევნო კამპანიის ჩატარება უნდა ხდებოდეს მშვიდ გარემოში, რომელიც გაჯერებულია მაღალი დემოკრატიული პრინციპებით", - წერს აპატურაი.
ვის ინტერესებში შედიოდა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება
4 ოქტომბერს, ღამით, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები
(0)