07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
07.10.2016 / 06:10
შრიფტის ზომა:

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გადაიდგა საქართველოში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

"ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს იყოს აღნიშნული ყველა ჩვენი მეგობრის მიერ. თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს უმკაცრესად, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას, რა თქმა უნდა, დაუჭერენ მხარს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს დღე, რათა ჩვენ ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შსს-ს როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ, უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში.

"მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონო გიორგი, თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ, უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სულ რამდენიმე საათი გვაშორებს 8 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები.

მისი თქმით, ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის.

"პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო ყველა ამომრჩეველს, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს უკეთეს მომავალს და საქართველოს ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს უკეთეს საქართველოში," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის | Allnews.Ge