
ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რეპორტიორი რიკარდ იაზვიეკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
რეპორტიორის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს.
რიკარდ იაზვიეკის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 27 ოქტომბერს განიხილავენ, თუმცა რეპორტიორის განმარტებით, როდის მიიღებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ცნობილი არ არის.