07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
08.10.2016 / 04:10
შრიფტის ზომა:

ცესკოს არჩევნების შედეგების შეჯამება 27 ოქტომბრისთვის მოუწევს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება 27 ოქტომბრისთვის მოუწევს. 27 ოქტომბერი უკიდურესი ვადაა. "საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს. საჭიროების შემთხვევაში, ცესკო არჩევნების მეორე ტურის დღეს ნიშნავს და თუკი არჩევნების მეორე ტური ინიშნება, არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს დაადგენს, ხოლო თუკი არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, ცესკო პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს მეორე ტურის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა გამოსცემს. ეს დღე უკვე 21 ნოემბერია.

ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება შემდეგი პროცედურით წარიმართება: - კენჭისყრის შედეგებს თავდაპირველად საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს და მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები შემაჯამებელ ოქმებში შეაქვს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი პარტიული სიების მიხედვით დგება, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.

ამის შემდეგ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში გრძელდება. აღნიშნული პროცედურა ოლქებში 19 ოქტომბერს გადაინაცვლებს. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე და ასევე საარჩევნო დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, პარლამენტის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს - ადგენს შედეგებს, რასაც შემაჯამებელ ოქმებში ასახავს და მას არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს გადასცემს.

თავის მხრივ, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა ანუ არაუგვიანეს 27 ოქტომბერს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და შესაბამის ოქმს შეადგენს.

ოქმის ერთი ცალი ცესკოში ინახება, მეორე - პარლამენტს გადაეცემა, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს (ბარიერი 50%) მიიღებს. ამასთან, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიას, რომელმაც არჩევნებში ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.

არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენები.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ცესკოს არჩევნების შედეგების შეჯამება 27 ოქტომბრისთვის მოუწევს | Allnews.Ge