
დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია. აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები 6 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევენ, ხოლო 15-ს პროპორციული სიით.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას 15 საარჩევნო სუბიექტი და 76 მაჟორიტარობის კანდიდატი იღებს. უსკო-ს ცნობით, აჭარაში სულ 308 506 ამომრჩეველია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"არჩევნებისთვის, უსკოში დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირდა 7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აკრედიტებული არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან.
აჭარაში, უბანზე მისული ამომრჩეველი 4 ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის.
აჭარაში გაიხსნება 348 უბანი (მათ შორის 1 სპეც უბანი). აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არის 308 506.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის დაიბეჭდა: პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 292 700 ცალი ბიულეტენი; მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 292 700 ცალი ბიულეტენი", - აღნიშნულია უსკო-ს განცხადებაში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მეოთხედ ტარდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია. აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები 6 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევენ, ხოლო 15-ს პროპორციული სიით.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას 15 საარჩევნო სუბიექტი და 76 მაჟორიტარობის კანდიდატი იღებს. უსკო-ს ცნობით, აჭარაში სულ 308 506 ამომრჩეველია.
"არჩევნებისთვის, უსკოში დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირდა 7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აკრედიტებული არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან.
აჭარაში, უბანზე მისული ამომრჩეველი 4 ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის.
აჭარაში გაიხსნება 348 უბანი (მათ შორის 1 სპეც უბანი). აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არის 308 506.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის დაიბეჭდა: პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 292 700 ცალი ბიულეტენი; მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 292 700 ცალი ბიულეტენი", - აღნიშნულია უსკო-ს განცხადებაში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მეოთხედ ტარდება.
მკითხველის კომენტარები
(0)