
რუსთავის №16 და №17 საარჩევნო უბნებთან მცირე ინციდენტი მოხდა. ცოტა ხნის წინ აღნიშნულ უბნებთან დამკვირვებლებმა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, მამუკა ჩიქოვანის მხარდამჭერი ავტომანქანა, ე.წ. მოძრავი ოფისი დააფიქსირეს.
დამკვირვებლებმა კანდიდატის წარმომადგენელს გაფრთხილება მისცეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. როგორც დამკვირვებლები ამტკიცებენ, მათ მოწოდებაზე კანდიდატის მხარდამჭერის მხრიდან "მუქარა მიიღეს".