
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნასაკირალში, 60/16 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, - "სოფელ ნასაკირალში გახსნილ საარჩევნო უბანზე 60/16, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ხმა მისცეს, თუმცა ხმის მიცემის შემდეგ მობილიზებულები იყვნენ საარჩევო სიებთან, მათ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიეთითათ შეეწყვიტათ საარჩევო სიებთან მობილიზება, რასაც დაეთანხმნენ, თუმცა მოგვიანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე მოვიდა და ამ პირებს საარჩევნო სიებთან ყოფნა მოსთხოვა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება," - აღნიშნავენ ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში.
პარტიის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" აქტივისტები ამ დრომდე არიან მობილიზებულები.
კიდევ ერთი ინციდენტი ზუგდიდში დაფიქსირდა. "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა, თემურ ბასიალაიამ განაცხადა, რომ მე-9 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე განთავსებული ბანერი წუხელ ღამით შავი საღებავით შეღებეს, -ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას შესაბამისი რეაგირებისთვის, თუმცა მსგავსი ფაქტები 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც ხდებოდა და არც ერთი ფაქტი ხელისუფლებას არ გამოუძიებია. ისევ მსგავსი ბინძური მეთოდებით გვებრძვის მმართველი გუნდი," - განმარტა მან.
პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ დილიდანვე გარკვეულ უბნებში საარჩევნო პროცესი დარღვევებით დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის თქმით, რამდენიმე უბანზე იყო შემთხვევა, როდესაც ხდებოდა აგიტაცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით გაიხსნა უბანი და არა 08:00 საათზე,-"ამომრჩეველი იყო მისული ქალაქის უბნებშიც და რაიონშიც, თუმცა ვერ შეძლეს უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა საარჩევნო უბნის დროულად გაღება.
მაგალითად ტყვიავის უბანში, ასევე დნავისის უბანი მოგვიანებით გაიხსნა და დალუქულიც არ იყო ყუთი. ამის შესახებ საარჩევნო კომისიას უკვე მივმართეთ. ასევე სოფელ სათემოში ჩვენ წარმომადგენლებს არ უშვებდნენ უბანზე და მხოლოდ ჩარევის შემდეგ მიეცათ მათ უბანზე შესვლის საშუალება. გარდა ამისა, გარკვეულ უბნებზე დაფიქსირდა აგიტაცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ," - განმარტა მან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" შესახებ ინფორმაციას "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი, გოგი წულაია ავრცელებს. მისი თქმით, ქუთაისში, მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" №30 სკოლაში ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსით მიიყვანა. წულაიას განცხადებით, იგივეს აგრძელებს "ქართული ოცნება".
აღნიშნულ სკოლაში №78 და №83 უბნებია განთავსებული.