
ამ დროისათვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 46 საჩივარია შეტანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმრავლესობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არის დაწერილი.
ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
" მაგალითად, ხარვეზები შეეხება საარჩევნო უბანზე აგიტაციას, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ. გარდა ამისა, საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული მცირე ხასიათის ხარვეზები გამოვლინდა", - აღნიშნა ანა მიქელაძემ. მისივე ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისია შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამ დროისათვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 46 საჩივარია შეტანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმრავლესობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არის დაწერილი.
ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა.
" მაგალითად, ხარვეზები შეეხება საარჩევნო უბანზე აგიტაციას, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ. გარდა ამისა, საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული მცირე ხასიათის ხარვეზები გამოვლინდა", - აღნიშნა ანა მიქელაძემ. მისივე ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისია შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მკითხველის კომენტარები
(0)