
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ის ლაგოდეხშიც ლიდერობს, სადაც მისი მაჟორიტარული ოლქისთვის განკუთვნილი ბიულეტენები შეცდომით გაიგზავნა.
როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ლაგოდეხიდან მას არაოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის თანახმად, გამოყენებული 160 ბიულეტენიდან 150 კახელი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო.
"როგორც ცნობილია, მოხდა ტექნიკური შეცდომა და 200 ბიულეტენი ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში შეცდომით გაიგზავნა.
როგორც ლაგოდეხიდან არაოფიციალურად მაცნობეს, გამოყენებული 160 ბიულეტენიდან 150 კახელი ამომრჩევლის მხარდაჭერა მივიღე", - განაცხადა ქუცნაშვილმა, რომელიც ირწმუნება, რომ იმარჯვებს დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში და ასევე ლიდერობს ლაგოდეხში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც მომხდართან დაკავშირებით დღეს ცესკოში განმარტეს, ადგილი ჰქონდა სტამბურ შეცდომას, რა დროსაც დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები ერთმანეთს შეერია.
"როდესაც სტამბაში ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა მოხდა, ერთმანეთს დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები შეერია. ასეთი სულ ორი ბლოკნოტია. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია. საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და ბიულეტენები, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კანონის თანახმად, გაბათილებული იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ის ლაგოდეხშიც ლიდერობს, სადაც მისი მაჟორიტარული ოლქისთვის განკუთვნილი ბიულეტენები შეცდომით გაიგზავნა.
როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ლაგოდეხიდან მას არაოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის თანახმად, გამოყენებული 160 ბიულეტენიდან 150 კახელი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო.
"როგორც ცნობილია, მოხდა ტექნიკური შეცდომა და 200 ბიულეტენი ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში შეცდომით გაიგზავნა.
როგორც ლაგოდეხიდან არაოფიციალურად მაცნობეს, გამოყენებული 160 ბიულეტენიდან 150 კახელი ამომრჩევლის მხარდაჭერა მივიღე", - განაცხადა ქუცნაშვილმა, რომელიც ირწმუნება, რომ იმარჯვებს დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში და ასევე ლიდერობს ლაგოდეხში.
როგორც მომხდართან დაკავშირებით დღეს ცესკოში განმარტეს, ადგილი ჰქონდა სტამბურ შეცდომას, რა დროსაც დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები ერთმანეთს შეერია.
"როდესაც სტამბაში ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა მოხდა, ერთმანეთს დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები შეერია. ასეთი სულ ორი ბლოკნოტია. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია. საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და ბიულეტენები, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კანონის თანახმად, გაბათილებული იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)