29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
08.10.2016 / 16:10
შრიფტის ზომა:

გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს გამარჯვება უკვე მიულოცა

ჩვენ ველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, "ქართული ოცნება" ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვენლოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი - არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება და რა თქმა უნდა, ეს ასეა.

"საქართველო, გილოცავ დიდ გამრჯვებას. ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს, თითოეული ჩვენგანის. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული. გილოცავთ. დიდი მადლობა. დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვენლოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი - არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება. რა თქმა უნდა, ეს ასეა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ყველა წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით, ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მონაცემებს ცესკო-ს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, "ქართული ოცნება" ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო ქვეყანა და ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან საამაყო მომავალი.

მკითხველის კომენტარები
(2)

პაატა
08 ოქტომბერი , 2016 17:10

გამარჯვებული ნამდვილად ოცნებაა, მაგრამ ნაადრევი ზეიმი, მე მგონი, არაა საჭირო. დამარცხებულები გაყალბებას დაიხვევენ თითზე.

სიხარულიძე
08 ოქტომბერი , 2016 16:10

პრემიერი-ჰაერზე-არ-გამოაცხადებდა-ამ-მართლაც-სასიხარულო-ინფოს.ჰოდა-გილოცავ-ჩემო-ერო-ტირანიაზე-დიდ-გამარჯვებას

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს გამარჯვება უკვე მიულოცა | Allnews.Ge