
სამომხმარებლო ტარიფი თბილისში უცვლელი რჩება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, "თელასის" მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტში ცვლილებები არ შეეხება სამომხმარებლო ტარიფში ფასის მატებას. ცვლილებები შეეხება მხოლოდ კომერციულ სექტორს, კერძოდ, 0,035 თეთრით მოიმატებს კომერციულ სექტორში საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი, ხოლო მაღალ ძაბვაზე 0,446 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება კომერციულ სექტორში დაბალ ძაბვას, აქ ცვლილებები არ შედის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სემეკ-ის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს. ეგზიტპოლის მიხედვით, ედიშერ თოლორაიამ ხმების 58.4% დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" - სანდრა რულოვსმა 34.5%.
TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, "მაესტრო", "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია "გორბიმ" შეასრულა.
შეგახსენებთ, TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად ამომრჩეველთა 53.8% "ქართული ოცნებას" უჭერს მხარს, ხოლო 19.5% - "ნაციონალური მოძრაობას". TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია" 5%-ით.
მკითხველის კომენტარები
(0)