
ვიცნობ გიორგი კვირიკაშვილსაც და დათო ბაქრაძესაც და მჯერა, რომ გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავში იმ ძალას, რომელიც სრულიად აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტული რეჟიმით, მაგრამ მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ კვირიკაშვილსა და ბაქრაძეს საქმიანი ურთიერთობა ექნებათ.
"არ მგონია, რომ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, მარტივ პოლიტიკურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ის შფოთვა რაც გაგიზიარეთ და შესაძლოა სხვამაც, გამართლდა და არჩევნების შედეგების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაღაცნაირად ერთად შესთავაზა ქართველ ხალხს. ეს იყო მტრის ხატზე დაფუძნებული კამპანია, სიძულველზე და ერთმანეთის განადგურებაზე დაფუძნებული კამპანია, რაც არავითარ შემთხვევაში არ წაადგება საქართველოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მე მინდა, დღეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს - ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ბატონ დავით ბაქრაძეს. მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ საით წავა ქვეყანა და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მინდა მჯეროდესს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არიან მთავარი პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთის, მაგრამ, იმედია, ეს კონკურენცია არ გასცდება კანონის და ცივილიზებული ნორმის ფარგლებს. ახლა მაინც, როდესაც არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია, ახლა როდესაც 50-მდე საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთის პირისპირ დადგება, სწორედ ახლაა გამოსაჩენი დიდი სიბრძნე, სახელმწიფოებრივი მიდგომები. ვიცნობ ერთსაც და მეორესაც და მჯერა, რომ გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავებში იმ ძალას, რომელიც სრულიად აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტული რეჟიმით, მაგრამ მშვიდობიანად", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვიცნობ გიორგი კვირიკაშვილსაც და დათო ბაქრაძესაც და მჯერა, რომ გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავში იმ ძალას, რომელიც სრულიად აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტული რეჟიმით, მაგრამ მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ კვირიკაშვილსა და ბაქრაძეს საქმიანი ურთიერთობა ექნებათ.
"არ მგონია, რომ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, მარტივ პოლიტიკურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ის შფოთვა რაც გაგიზიარეთ და შესაძლოა სხვამაც, გამართლდა და არჩევნების შედეგების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაღაცნაირად ერთად შესთავაზა ქართველ ხალხს. ეს იყო მტრის ხატზე დაფუძნებული კამპანია, სიძულველზე და ერთმანეთის განადგურებაზე დაფუძნებული კამპანია, რაც არავითარ შემთხვევაში არ წაადგება საქართველოს.
მე მინდა, დღეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს - ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ბატონ დავით ბაქრაძეს. მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ საით წავა ქვეყანა და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მინდა მჯეროდესს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არიან მთავარი პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთის, მაგრამ, იმედია, ეს კონკურენცია არ გასცდება კანონის და ცივილიზებული ნორმის ფარგლებს. ახლა მაინც, როდესაც არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია, ახლა როდესაც 50-მდე საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთის პირისპირ დადგება, სწორედ ახლაა გამოსაჩენი დიდი სიბრძნე, სახელმწიფოებრივი მიდგომები. ვიცნობ ერთსაც და მეორესაც და მჯერა, რომ გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავებში იმ ძალას, რომელიც სრულიად აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტული რეჟიმით, მაგრამ მშვიდობიანად", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(1)
ბატონო უსუფასშვილო, თქვენ, რომ ოცნებასთან ერთად გაერთიანდით, მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის პროექტით და არა ქვეყნისთვის რამე სასარგებლო გეგმით ეს სამართლიანია?