28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
11.10.2016 / 12:10
შრიფტის ზომა:

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება

ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის კარგად ახერხებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.

"არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს.

მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

ვფიქრობ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს, მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ თუ როგორ მოხდა, რომ ფაქტობრივად საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ ჩვენ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოვახერხეთ აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება.

"ნაცმოძრაობაში" მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, ჩემი აზრით, ასევე ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან, თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენს აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია. ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის კარგად ახერხებდა", - აცხადებს სააკაშვილი.

რაც შეეხება მეორე ტურში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილი იმეორებს, რომ ამის აზრს ვერ ხედავს, თუმცა ასევე ადასტურებს, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია.

"მე დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება. ჩვენ მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, პოლიტიკურ მოედანზე ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დავრჩით, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას", - აცხადებს სააკაშვილი.

მკითხველის კომენტარები
(3)

მიხეილს
11 ოქტომბერი , 2016 16:10

მიხეილ შენ გგონია რომ ქართველი ხალხი მართლა პრეზიდენტად გთვლიდა?არა მიხეილ შენ ერთი რიგითი ლიპარიტი იყავი ,რომელმაც ქვეყანა კი არ გააერთიანე დაშალე და ტერიტორიები და ენერგომატარებლები ჩვენ მტრებს რუსებს ჩააბარე,შენ აგენტი ხარ მიშა ქვეყნის გამპარტახებელი,წადი რა თავი დაგვანებე და შენ ლიბერასტებს მიხედე.

ედიკა
11 ოქტომბერი , 2016 16:10

იმდროს და ამდროს თუ ვერ არჩევ ერთმანეთისაგან, შენ რაღა პოლიტიკოსი ხარ. მაშინ შევარდნაძე , ისე ყავდა ხალხს ყელში ამოსული, ხმას შენ კიარა მიკლუხო-მაკლაისაც კი მიცემდა. შემდეგ კი, რაც მოახერხეთ და რაც გეხერხებოდათ, მთელმა საქართველომ ნახა და იცის.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება | Allnews.Ge