28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
18.10.2016 / 11:10
შრიფტის ზომა:

პრეზიდენტი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.

"ქვეყანა კვლავ საარჩევნო რეჟიმშია, წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირველ რიგში მოსახლეობას აქტიურობისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ, ვინაიდან სწორედ ამომრჩევლის ნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნებზე", - განაცხადა მიშველაძემ.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენი ინფორმაციით, საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი იყოს გამოძიებული. პრეზიდენტის აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს ყველა ეჭვსა და კითხვას, რაც გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით", - განაცხადა მიშველაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო საკითხების სრულ სიცხადეზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.

"შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ დაინტერსებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის და არ მიადგეს ჩრდილი ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურობას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ბათილი ბიულეტენების თემა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ყველა კითხვაზე და ეჭვზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა თავად ცესკოს ინტერესებში უნდა იყოს, ვინაიდან ცესკოს პასუხიმგებლობა და ვალდებულება არამხოლოდ არჩევნების ჩატარება და შედეგების გამოცხადება, არამედ საზოგადოების დროული ინფორმირებაა, მითუმეტეს თუ არსებობს ეჭვები და კითხვები",- განაცხადა მიშველაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პრეზიდენტი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს | Allnews.Ge