მსოფლიო
23.11.2017 / 11:11
შრიფტის ზომა:

როგორ დაიწყო ყველაფერი და რა ტერიტორიებს აკონტროლებს "ისლამური სახელმწიფო" დღეს - იხილეთ რუკა

როგორ დაიწყო ყველაფერი და რა ტერიტორიებს აკონტროლებს "ისლამური სახელმწიფო" დღეს - იხილეთ რუკა

რაღაც უჩვეულო რომ ხდებოდა ერაყელი აბუ-ანისი მას შემდეგ მიხვდა, რაც აფეთქებების ხმა გაიგო. ხმა მდინარე ტიგროსის დასავლეთ სანაპიროზე განთავსებული ქალაქ მოსულის ძველი ნაწილიდან მოდიოდა.

"იქ მცხოვრებ ნაცნობებს დავურეკე და მათ მითხრეს, რომ შეიარაღებულმა ადამიანებმა დაიკავეს რაიონი. ტერიტორიის დაკავებისას კი განაცხადეს, რომ მოსახლეობის დასახმარებლად და ერაყის შეიარაღებული ძალებისგან გასათავისუფლებლად მივიდნენ" - იხსენებს აბუ ანისი.

მომდევნო დღეს თავდამსხმელები მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ და მოსულის მეორე ნაწილიც დაიმორჩილეს. ერაყის შეიარაღებული ძალები და პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ თავდამსხმელებს, გაიქცნენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ოფიცერები ფორმას გზადაგზა იხდიდნენ და შეშინებული ადამიანების ჯგუფს აფარებდნენ თავს", - ყვება მოსულში მცხოვრები აბუ ანისი.

2014 წლის 10 ივნისს ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა, დამწიფებული ნაყოფივით ჩაუვარდა ხელში შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს.

ერაყის ჯარი, რომელსაც ამერიკელები 2003 წლიდან მოყოლებული გულმოდგინედ წვრთნიდნენ და უახლესი ტექნიკით ამარაგებდნენ, დაიშალა, გაიქცა და პირდაპირ ქუჩებში დატოვა ჯავშანტექნიკა და უახლესი შეიარაღება, რაც დაუყოვნებლივ აღმოჩნდა ისლამისტი მებრძოლების ხელში. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ მათ 500 მილიონი აშშ დოლარი ჩაუვარდათ ხელში, რომელიც ერაყის ცენტრალური ბანკის მოსულის განყოფილებაში ინახებოდა.

"თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო"-ამბობს აბუ ანისი,- მათ დაანგრიეს ის ღობეები, რომლებითაც ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა კვარტლები გამოყვეს, ხალხს ეს მოეწონა, გარდა ამისა, ისინი ძალიან სალმიანები და გულღიები ჩანდნენ, გვეუბნებოდნენ თუ რამე დაგჭირდებათ ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებითო", - იხსენებს აბუ ანისი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოსულის "თაფლობის თვე" რამდენიმე კვირას გაგრძელდა, რასაც პირსისხლიანი პერიოდი მოჰყვა. სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს უკვე "ისლამურ სახელმწიფოს" უწოდებდა კვლავ დაპყრობითი ოპერაციები დაიწყო და ტერიტორიების გაფართოვებას მიჰყო ხელი, რომელსაც თან ადამიანების წამება, უმკაცრების წესით დასჯა და შარიათის წესების დანერგვა მოჰყვა.

ამ წესების დარღვევისთვის ადამიანებს სხვადასხვა, თუმცა, ყველა შემთხვევაში სისხლიანი სასჯელით სჯიდნენ. სულ რამდენიმე თვე დასჭირდათ დაეშის მებრძოლებს, რომ მსოფლიო პოლიტიკის ავანსცენაზე გამოსულიყვნენ. მათი არსებობის შესახებ მსოფლიოში თითქმის ყველა სახლში გაიგეს, მათი უგულებელყოფა ძნელი იყო, რადგან უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში თვითგამოცხადებულმა ხალიფატმა საკუთარ თავზე 29 ქვეყანაში 150 ტერაქტის განხორციელებაზე აიღო პასუხისმგებლობა, თავდასხმებს კი საერთო ჯამში 2 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვემოთ მოცემულ რუკაზე სირია და ერაყია ასახული. შავად მონიშნულ ტერიტორიებს "ისლამური სახელმწიფო" ამდრომდე აკონტროლებს. მიიტანეთ კურსორი ქალაქის დასახელებაზე და წაიკითხეთ მეტი.

  პალმირა სირიის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის დახმარებით, სირიის ისტორიული ქალაქი პალმირა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ 2016 წლის 27 მარტს გაათავისუფლეს. პალმირა და მისი მიმდებარე ქალაქი ტადმური ექსტრემისტების ხელში 2015 წლის მაისში აღმოჩნდა. იხილეთ მეტი   რაქა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, აშშ-ის დახმარებით, „ისლამური სახელმწიფოს“ დეფაქტო დედაქალაქი 2017 წლის 17 ოქტომბერს გაათავისუფლეს. რაქა ისლამისტების კონტროლს 2014 წლის დასაწყისიდან ექვემდებარებოდა. იხილეთ მეტი   დეირ-ეზ-ზორი სირიის ჯარმა და მოკავშირეთა ძალებმა ქალაქ დეირ-ეზ-ზორზე სრული კონტროლი 3 ნოემბერს აღადგინეს. ისის-ი ქალაქის დიდ ნაწილს 2014 წლიდან აკონტროლებდა. იხილეთ მეტი   აბუ ქემალი სირიის სამთავრობო ძალებმა შიიტ ამბოხებულებთან ერთად, ერაყის საზღვრისპირა ქალაქი, აბუ-ქემალი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისგან 2017 წლის 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. იხილეთ მეტი   ალ ბაბი სირიის ქალაქი ალ-ბაბი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან 2017 წლის 21 თებერვალს გათავისუფლდა.   ჰავიჯა ერაყის არმიამ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქი ჰავიჯა 2017 წლის 4 ოქტომბერს გაათავსიუფლა. ქალაქს ექსტრემისტები 2014 წ;ლიდან აკონტროლებდნენ.   ტალ აფარი ერაყის არმიამ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქი ტალ-აფარი 2017 წლის 26 აგვისტოს გაათავისუფლა. "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი 2014 წელს დაიკავა.   მოსული ერაყის თავდაცვის სამინისტრომ მოსულის "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისგან სრული გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 29 ივნისს გაავრცელა. მისი გათავისუფლების ოპერაცია 9 თვე მიმდინარეობდა. იხილეთ მეტი   ისლამური სახელმწიფო „ისლამური სახელმწიფო“ - „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წლის დასაწყისში სირიის ქალაქი რაქა აიღო და ის ე.წ. ხალიფატის დე ფაქტო დედაქალაქად გამოაცხადა. 2014 წლის მონაცემებით დაეში 100 ათას ვკადრატულ კილომეტრს ფლობდა. 2017 წლის დასაწყისისთვის გავლენის სფერო განახევრდა და ექსტრემისტების კონტროლის ქვეშ 45,377 კვადრატული კილომეტრი დარჩა. დაპყრობითი ოპერაციების შედეგად ექსტრემისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 10 მილიონზე მეტი ადამინი ცხოვრობდა. დღეს ისლამისტები ერაყსა და სირიაში მხოლოდ 10,210 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ.   ისლამური სახელმწიფო „ისლამური სახელმწიფო“ - „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წლის დასაწყისში სირიის ქალაქი რაქა აიღო და ის ე.წ. ხალიფატის დე ფაქტო დედაქალაქად გამოაცხადა. 2014 წლის მონაცემებით დაეში 100 ათას ვკადრატულ კილომეტრს ფლობდა. 2017 წლის დასაწყისისთვის გავლენის სფერო განახევრდა და ექსტრემისტების კონტროლის ქვეშ 45,377 კვადრატული კილომეტრი დარჩა. დაპყრობითი ოპერაციების შედეგად ექსტრემისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 10 მილიონზე მეტი ადამინი ცხოვრობდა. დღეს ისლამისტები ერაყსა და სირიაში მხოლოდ 10,210 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ.

ისლამისტებმა ევროპის შუაგულამდეც ჩააღწიეს და ტერაქტების სერია პარიზსა და ბრიუსელშიც მოაწყვეს, სინაის ნახევარკუნძულის თავზე რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება მოახერხეს და აშშ-ის ღამის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ჟლეტის სულისჩამდგმელები აღმოჩნდნენ. დაუჯერებლია მაგრამ მათ თითქმის მთელი მსოფლიოს და დასავლეთის წამყვანი ქვეყნის პროვოცირება გამოიწვიეს - პასუხმაც არ დააყოვნა.

კოალიციამ უფრო ფართომასშტაბიანი და ინტენსიური საჰაერო თავდასხმები წამოიწყო, პროცესში 2016 წელს რუსეთიც კი ჩაერთო, რომელიც კოალიციის წევრი დღემდე არ არის. კოალიცია ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" იარაღის საცავებსა და ნავთობის გადამზიდ კონტეინერებს უმიზნებდა, ამით, ერთი მხრივ, მოწინააღმდეგის განიარაღებას და მათთვის ფინანსურ რესურსთან წვდომას უშლიდა ხელს. 2014 წლიდან დღემდე კოალიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით მხოლოდ ერაყში 13 043 ავიაიერიში განახორციელა, რომელთა სამიზნე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბაზები იყო, ამავე პერიოდში სირიაში ექსტრემისტების პოზიციაზე 13 808-ჯერ მიიტანეს იერიში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რაოდენობა რუსეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს არ აერთიანებს.

ინტენსიურმა თავდასხმებმა ექსტრემისტების პოზიციების დასუსტება გამოიწვია. ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც ტერორისტების ბატონობისგან გათავისუფლდა სირიის ისტორიული ქალაქი პალმირა იყო. უკანასკნელი ქალაქი კი, რომელიც ხელისუფლების კონტროლს დაუბრინდა ერაყის საზღვრისპირა ქალაქი, აბუ-ქემალია. ექსტრემისტების გავლენის სფეროს გამოაკლდა სიარიაში ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ქალაქი დეირ ეზ-ზორიც. თუმცა, ეს კოალიციისა და სირია-ერაყის სახელისუფლებო ძალების ერთადერთი წარმატება ნამდვილად არ არის.

კოალიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, ექსტრემისტების სამწლიან მმართველობას ე.წ ხალიფატის დე ფაქტო დედაქალაქი რაქაც გამოგლიჯეს.
სირიის დემოკრატიულმა ძალებმა რაქას გამოსახსნელად სპეცოპერაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყეს, ანუ ერაყის სახელისუფლებო ძალების მიერ ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, რომლის დასაბრუნებლად ინტენსიური დაპირისპირება 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებს პოზიციების დათმობა და უკან დახევა მოუხდათ. იმის გამო, რომ მათი გავლენის სფეროები სირიასა და ერაყში შემცირდა, მებრძოლთა უმეტეს ნაწილს სამშობლოში დაბრუნება მოუხდა. დაბრუნებულთა ნაწილი უკვე საპატიმროშია, ნაწილმა კი მხედველობის არიდან გაქრობა მოახერხა. დაყარეს თუ არა იარაღი ჯიჰადისტებმა სირიასა და ერაყში თუ კვლავ განაგრძობენ ბრძოლას ისლამის სახელით მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ კრაზანების ბუდის დაშლამ, შესაძლოა, ბევრი ქვეყანა დააზარალოს და ცეცხლი ევროპის სხვადასხვა ქალაქში აალდეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს | Allnews.Ge

ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

როდესაც დავინახავ, რომ შეიძლება ისევ პოლიტიკით აკეთო ხალხისთვის სასარგებლო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე პოლიტიკაში, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ალასანიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პარტიის მხარდამჭერია. მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" მიცემული არც ერთი ხმა "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან ერთგულების გარეშე არ დარჩება.

"მე ყოველთვის ვიქნები ვალდებული ამ ადამიანებთან, რომ ვიყო აქტიური, სასარგებლო საზოგადოებისთვის. ეს გვაძლევს თითოეულ "თავისუფალ დემოკრატს" იმის განცდას, რომ ბრძოლა ყოველთვის ბოლომდე ღირს, მაგრამ მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, ჩვენ კრიტიკული მასა მხარდაჭერის ვერ მოვიპოვეთ, რომ პარლამენტში გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა. ის მიზნები, ამოცანები და მნიშვნელოვანი საქმეები, რისი კეთებაც გვინდოდა და რაზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, ამის განხორციელების საშუალება იმ შედეგებმა, რაც დადგა, არ მოგვცა.

ირაკლი ალასანია შესაძლოა, უშიშროების საბჭოს მდივანი გახდეს

აქედან გამომდინარე, მე, როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, ბუნებრივია, ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე და დროებით დავტოვე პოლიტიკა. ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი, თუ რამ გამოიწვია ასეთი შედეგი. ამას სჭირდება სერიოზული გაანალიზება იმის, თუ რატომ აღმოვჩნდით ასეთი შედეგის პირისპირ. და რა თქმა უნდა, პარტიას სჭირდება სერიოზული რეორგანიზაცია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ის შედეგი, რაც დადგა, მათთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეული იყო.

ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი, თუ რატომ დადგა ეს შედეგი, რათა მომავალში, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს ეს პარტია, არ დაუშვას იგივე შეცდომები", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე განმარტებით, პარტიამ განახლება დაიწყო, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, თუმცა ის ყრილობამდე, ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე ფორმალურად პარტიის თავმჯდომარედ რჩება.

რატომ ვერ გადალახეს ბარიერი "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა"?

"რამდენიმე ჩემმა თანამებრძოლმა ჩემს მერე მიიღო ასევე გადაწყვეტილება და დატოვა პოლიტიკა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - ჩემს თანამებრძოლებსაც, ყველას, ვინც არჩევნებში ჩვენთან ერთად მონაწილეობდა. ეს იყო არაჩვეულებრივი გუნდი ადამიანების, რომლებიც შიშველი ხელებით, ენთუზიაზმით, ღირებულებების ერთგულებით გვერდით გვედგა", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ის ყოველთვის იყო იმ აზრზე, რომ უნდა აკეთო ის, რაც საზოგადოებისთვის, ადამიანებისთვის, ხალხისთვის მნიშვნელოვანია.

"ამ პრინციპით ვცხოვრობდი მეც, ჩემი თანამებრძოლებიც. რომ დავინახე, რომ ახლა არ მომეცა საშუალება, ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ ავიღეთ, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრების განხორციელება პარლამენტიდან გაგვეგრძელებინა, მე დავტოვე პოლტიკა, მაგრამ როდესაც დავინახავ, რომ შეიძლება ისევ პოლიტიკით აკეთო ხალხისთვის სასარგებლო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ დავბრუნდე პოლიტიკაში.

მაგრამ ახლა ნამდვილად არის იმის დრო, რომ დავემშვიდობო პოლიტკას და ეს 4 წელი მე არ გავატარო ჩაკეტილმა.

მე მჭირდება სივრცე იმისთვის, რომ საინტერესო, მნიშვნელოვანი, სასარგებლო საქმეები ვაკეთო. ეს იქნება საერთაშორისო არენაზე, ადგილზე, აქ - ამას არ აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა ალასანიამ.

მიუხედავად ამისა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მის კანდიდატურას გამორიცხას. როგორც ალასანიამ განაცხადა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციები, რომ მან შესაძლოა, აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს, უსაფუძვლოა.

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ის ძირითადად საქმიანობის გაგრძელებას საერთაშორისო ასპარეზე შეეცდება.

"არასწორი და უსაფუძვლოა ეს ინფორმაცია. გამოვრიცხავ და ალბათ შეთავაზებაც არ იქნება. მგონია, რომ მეტი შესაძლებლობა მომეცემა, ვაკეთო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე, განვვითარდე. მე შემიძლია უფრო მეტად გამოვადგე ადამიანებს, მეტი სიკეთის კეთება შემიძლია და არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა.

ვიმეორებ, სახელმწიფო სამსახურში ჩემი თავი გამორიცხულია, თუმცა, მე ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს მომავალში, გამოადგება საქართველოს შერიგებისთვის, აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან. შეიძლება, ეს საზღვარგარეთ საქმიანობაც იყოს. მე მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ამ ურთიერთობებს. არა როგორც სახელმწიფო მოხელემ, არამედ როგორც კერძო პირმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.