
სამრეწველო საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, "მიზანშეწონილია, დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და საჯარიმო სანქციები ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე".
გენგეგმის თანახმად, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მაგისტრალურ, გამანაწილებელ და შიდა ქსელემბზე არსებული გაჟონვები.
წყალმომარაგების სისტემების გასხვისების არეალებისა და სხვა მათთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინება კი სავალდებულოა ყველა დაგეგმილი თუ დასაგეგმი მშენებლობისათვის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რაც შეეხება თბილისის ზღვას, გენგეგმაში აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განუყოფელ ნაწილს და სტრატეგიული მნიშვნელობის ელემენტს, ამდენად, ყველა განვითარება, რომელიც ხდება უშუალოდ ზღვის მიმდებარედ ან გულისხმობს შესაძლო გავლენას წყლის ხარისხზე ან წყალმომარაგების საოპერაციო მაჩვენებლებზე, უნდა შეთანხმდეს თბილისის ზღვის დაცვითი პირობების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
გენგეგმის ავტორების აზრით, ხელი უნდა შეეწყოს სამრეწველო საწარმოების გადაყვანას საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების სისტემაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოეწყოს დამოუკიდებელი ტექნიკური წყალსადენები.
ამასთან, ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ სტრუქტურულ ზონებში, იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი სამშენებლო ობიექტის განთავსება სხვა ობიექტების წყალმომარაგების პირობების გაუარესებას იწვევს, ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი მაკომპენსირებელი მექანიზმები.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ევროკავშირი უვიზო რეჟიმის "შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმებას სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაღწევს. ამის შესახებ საუბარია ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ დოკუმენტში.
"კანონმდებლებისთვის შეთავაზებულია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უვიზო რეჟიმის "შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმების მიღწევა", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ბრიუსელში არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ საქართველოსთვის, უკრაინასა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მას შემდეგ დაწესდება, რაც ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებულ პროცედურას შემოიღებს.
აღნიშნული მექანიზმის თანახმად, თუ მესამე ქვეყანა ბოროტად იყენებს ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებულ შეღავათებს, ბრიუსელი მისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ავტომატურ რეჟიმში შეძლებს.
მკითხველის კომენტარები
(0)