07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
15.11.2016 / 08:11
შრიფტის ზომა:

რუსეთი ნატო-საქართველოს წვრთნებში სერიოზულ საფრთხეს ხედავს

რუსეთი ნატო-საქართველოს წვრთნებში სერიოზულ საფრთხეს ხედავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მსგავს აქტიურობაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

"ყურადღებას ვაქცევთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 250-ზე მეტი სამხედრო 13 ქვეყნიდან. წელს ეს უკვე მესამე მსგავსი სამხედრო წვრთნაა საქართველოს ტერიტორიაზე. ადგილი აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებით ინტენსიურ ოპერატიულ მომზადებას ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რუსეთი მსგავს აქტიურობაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს სხვა მეზობლებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არაერთხელ გამოუთქვამთ. ყველას გვახსოვს, ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრობის შესახებ დაპირებამ, როგორ უბიძგა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამშვიდობო ძალებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე დანაშაულებრივი თავდასხმისკენ.

ნატო-ში არ მალავენ, რომ ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის "შეკავების" პოლიტიკის ნაწილი. ის როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს ამ კონტექსტში, ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება | Allnews.Ge

წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება. საკონსტიტუციო უმრავლესობის შევსებას კი 113 დეპუტატი ესაჭიროება.

"ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებში - 44 მანდატი, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში 23 მანდატი მოიპოვა.

ცენტრალურის საარჩევნო კომისის წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს. აღნიშნული მანდატების რაოდენობა პარტიის მიერ 8 ოქტომბრის არჩევნებში მოპოვებულ 67 მანდატს დაემატება, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.