
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მოპოვებული 8 მანდატითა და მაჟორიტარული სისტემით მოპოვებული 6 მანდატით 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნება" 14 დეპუტატს შეიყვანს.
როგორც უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ხმის დათვლის პროცედურა დასრულებულია და ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმები ატვირთულია უსკო-ს ვებ-გვერდზე.
საკუთარი არჩევანი აჭარაში რეგისტრირებულმა 114 470 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37.09%-ს შეადგენს. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 2 614-ია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბათუმის №68-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვახტანგ წულაძემ ხმების 66.63% მოიპოვა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 33.27%.
ბათუმის №69-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 69.87% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 30.13%.
ბათუმის №70-ე მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" კანდიდატმა და სიის პირველმა ნომერმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 71.21 % მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გია აბულაძემ 28.79%.
ქობულეთის №71-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 71.51% ერგო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მამული სურმანიძეს - 28.49%.
ხელვაჩაურის №72-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 72.19% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ქენან კახიძემ კი - 27.81%.
ხულოს №73-ე ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხვიჩა შარაშიძემ ხმათა 71.44% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.56% ერგო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება. "ქართულ ოცნებას" 14 დეპუტატი, "ნაციონალურ მოძრაობას" 5 დეპუტატი, ხოლო "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას" და "პატრიოტთა ალიანსს" თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მოპოვებული 8 მანდატითა და მაჟორიტარული სისტემით მოპოვებული 6 მანდატით 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნება" 14 დეპუტატს შეიყვანს.
როგორც უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ხმის დათვლის პროცედურა დასრულებულია და ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმები ატვირთულია უსკო-ს ვებ-გვერდზე.
საკუთარი არჩევანი აჭარაში რეგისტრირებულმა 114 470 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37.09%-ს შეადგენს. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 2 614-ია.
აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბათუმის №68-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვახტანგ წულაძემ ხმების 66.63% მოიპოვა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 33.27%.
ბათუმის №69-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 69.87% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 30.13%.
ბათუმის №70-ე მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" კანდიდატმა და სიის პირველმა ნომერმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 71.21 % მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გია აბულაძემ 28.79%.
ქობულეთის №71-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 71.51% ერგო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მამული სურმანიძეს - 28.49%.
ხელვაჩაურის №72-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 72.19% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ქენან კახიძემ კი - 27.81%.
ხულოს №73-ე ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხვიჩა შარაშიძემ ხმათა 71.44% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.56% ერგო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება. "ქართულ ოცნებას" 14 დეპუტატი, "ნაციონალურ მოძრაობას" 5 დეპუტატი, ხოლო "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას" და "პატრიოტთა ალიანსს" თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.
მკითხველის კომენტარები
(0)