
პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის პოსტს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სავარაუდოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელიც დაიკავებს.
ვიცე-სპიკერის ერთ ადგილს მათთვის პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება (მაგრამ არა უმეტეს 3-ისა) იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქციებს აქვთ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში.
შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის ამ ჩანაწერისა და ცესკოს წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, პარლამენტის სპიკერატში თითო-თითო ვიცე-სპიკერი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობასა" და ასევე "პატრიოტთა ალიანსს".
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გარდა ამისა, ერთი ვიცე-სპიკერის არჩევა მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ხოლო ვიცე-სპიკერის არა უმეტეს სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენით აირჩევენ.
პარლამენტი ვიცე-სპიკერებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს, რაც პირველივე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად უნდა მოხდეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის პოსტს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სავარაუდოდ, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელიც დაიკავებს.
ვიცე-სპიკერის ერთ ადგილს მათთვის პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება (მაგრამ არა უმეტეს 3-ისა) იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქციებს აქვთ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში.
შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის ამ ჩანაწერისა და ცესკოს წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, პარლამენტის სპიკერატში თითო-თითო ვიცე-სპიკერი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობასა" და ასევე "პატრიოტთა ალიანსს".
გარდა ამისა, ერთი ვიცე-სპიკერის არჩევა მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ხოლო ვიცე-სპიკერის არა უმეტეს სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენით აირჩევენ.
პარლამენტი ვიცე-სპიკერებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს, რაც პირველივე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან ერთად უნდა მოხდეს.
მკითხველის კომენტარები
(0)