
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე წევრმა პარტიები დატოვეს, ზოგიერთი მათგანი ახალი ხელისუფლების დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
პარტია დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმაც. მან განმარტა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
პოლიტოლოგების თქმით, არჩევნების შემდეგ ლიდერების პარტიებიდან წასვლა შესაძლოა 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენამ გამოიწვია, რაც პროდასავლური პარტიების დასუსტებისკენ მიგვანიშნებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, პარტიებიდან ლიდერების ნაწილის წასვლის მიზეზი ხელისუფლების მიღმა დარჩენაა, - „შესაბამისად, როდესაც ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ, მათთვის პოლიტიკურ პარტიაში ყოფნამ უკვე აზრი დაკარგა, რაც არცთუ ისე კარგი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ "თავისუფალი დემოკრატებს" ბარიერი რომ გადაელახა, მისი ლიდერები პარტიას არ დატოვებნენ.
ზოგიერთმა სუბიექტმა არჩია, პოლიტიკურ პროცესებს გარიდებოდა, თუმცა, პარტიის მძიმე მდგომარეობაში დატოვება, წმინდა მორალური თვალსაზრისით გამართლებული არ არის.
რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიას", აქ პარტიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა მოხდა და, შესაბამისად, მათი ლიდერების მიერ პარტიის დატოვება ლოგიკური იყო" - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
არჩევნების შემდეგ პარტიების გარშემო განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების იმ ლიდერებმა, რომლებმაც საკუთარი გუნდი დატოვეს, არჩევნების შედეგების მიმართ ერთგვარი პროტესტი აღნიშნული სახით გამოხატეს, - "შესაძლოა, ბევრი მათგანი, როდესაც პარლამენტში ვერ მოხვდა, ოპოზიციაში საკუთარი თავი ვერ დაინახა, კერძო ან სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა ამჯობინა. პარტიების დატოვების ერთი მიზეზი ეს შეიძლება იყოს" - განმარტა ჩიტაძემ.
ნიკა ჩიტაძის თქმით, პარტიებიდან ლიდერების წასვლით, ოპოზიცია დასუსტდება, რაც პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის. მან განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების მიერ თანამდებობების შესაძლო დაკავებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ისეთ პოზიციაზე დაინიშნებიან, რომლებზეც ნაკლებად გამოჩნდებიან, - "თავისუფალი დემოკრატების" შემთხვევაში ვიცით, რომ მის რამდენიმე წევრს შესაძლოა, არა მინისტრის, არამედ სხვა თანამდებობები შესთავაზონ" - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
გულგატეხილობას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პროდასავლური პარტიებიდან ლიდერების წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს.
"თავისუფალი დემოკრატების" შემთხვევაში, ლიდერებმა პოლიტიკურ პროცესებზე ხელი ჩაიქნიეს, ხოლო "რესპუბლიკური პარტიის" შემთხვევაში უკეთესი მომავლისკენ გადადგეს ნაბიჯი. თუ პროევროპულმა პარტიებმა გაძლიერებაზე არ იფიქრეს, მაშინ იქნება იმედგაცრუება და ამ პარტიების პირველი პირებისგან ახალი ფორმის ურთიერთობების დამკვიდრების მცდელობას უნდა ვხედავდეთ" - აღნიშნა მან ALLNEWS.GE-სთან საუბარში.
შესახსენებთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატები" ირაკლი ალასანიამ, გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გია ონოფრიშვილმა და ალექსი პეტრიაშვილმა დატოვეს.
"რესპუბლიკური პარტიიდან" კი დავით უსუფაშვილი და დღეს უკვე ვახტანგ ხმალაძე წავიდნენ. პარტიის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ თინა ხიდაშელმაც დაწერა.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე წევრმა პარტიები დატოვეს, ზოგიერთი მათგანი ახალი ხელისუფლების დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
პარტია დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმაც. მან განმარტა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
პოლიტოლოგების თქმით, არჩევნების შემდეგ ლიდერების პარტიებიდან წასვლა შესაძლოა 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენამ გამოიწვია, რაც პროდასავლური პარტიების დასუსტებისკენ მიგვანიშნებს.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, პარტიებიდან ლიდერების ნაწილის წასვლის მიზეზი ხელისუფლების მიღმა დარჩენაა, - „შესაბამისად, როდესაც ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ, მათთვის პოლიტიკურ პარტიაში ყოფნამ უკვე აზრი დაკარგა, რაც არცთუ ისე კარგი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ "თავისუფალი დემოკრატებს" ბარიერი რომ გადაელახა, მისი ლიდერები პარტიას არ დატოვებნენ.
ზოგიერთმა სუბიექტმა არჩია, პოლიტიკურ პროცესებს გარიდებოდა, თუმცა, პარტიის მძიმე მდგომარეობაში დატოვება, წმინდა მორალური თვალსაზრისით გამართლებული არ არის.
რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიას", აქ პარტიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა მოხდა და, შესაბამისად, მათი ლიდერების მიერ პარტიის დატოვება ლოგიკური იყო" - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
არჩევნების შემდეგ პარტიების გარშემო განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების იმ ლიდერებმა, რომლებმაც საკუთარი გუნდი დატოვეს, არჩევნების შედეგების მიმართ ერთგვარი პროტესტი აღნიშნული სახით გამოხატეს, - "შესაძლოა, ბევრი მათგანი, როდესაც პარლამენტში ვერ მოხვდა, ოპოზიციაში საკუთარი თავი ვერ დაინახა, კერძო ან სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა ამჯობინა. პარტიების დატოვების ერთი მიზეზი ეს შეიძლება იყოს" - განმარტა ჩიტაძემ.
ნიკა ჩიტაძის თქმით, პარტიებიდან ლიდერების წასვლით, ოპოზიცია დასუსტდება, რაც პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის. მან განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების მიერ თანამდებობების შესაძლო დაკავებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ისეთ პოზიციაზე დაინიშნებიან, რომლებზეც ნაკლებად გამოჩნდებიან, - "თავისუფალი დემოკრატების" შემთხვევაში ვიცით, რომ მის რამდენიმე წევრს შესაძლოა, არა მინისტრის, არამედ სხვა თანამდებობები შესთავაზონ" - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
გულგატეხილობას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პროდასავლური პარტიებიდან ლიდერების წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს.
"თავისუფალი დემოკრატების" შემთხვევაში, ლიდერებმა პოლიტიკურ პროცესებზე ხელი ჩაიქნიეს, ხოლო "რესპუბლიკური პარტიის" შემთხვევაში უკეთესი მომავლისკენ გადადგეს ნაბიჯი. თუ პროევროპულმა პარტიებმა გაძლიერებაზე არ იფიქრეს, მაშინ იქნება იმედგაცრუება და ამ პარტიების პირველი პირებისგან ახალი ფორმის ურთიერთობების დამკვიდრების მცდელობას უნდა ვხედავდეთ" - აღნიშნა მან ALLNEWS.GE-სთან საუბარში.
შესახსენებთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატები" ირაკლი ალასანიამ, გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გია ონოფრიშვილმა და ალექსი პეტრიაშვილმა დატოვეს.
"რესპუბლიკური პარტიიდან" კი დავით უსუფაშვილი და დღეს უკვე ვახტანგ ხმალაძე წავიდნენ. პარტიის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ თინა ხიდაშელმაც დაწერა.
მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარები
(0)