
მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა შესაძლოა, საპარლამენტო მართვის სისტემაზე გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არა პირდაპირი გზით აირჩევენ, არამედ მას პარლამენტი დანიშნავს.
ინიციატივას პოლიტოლოგები გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის შესაძლოა, საქართველო მზად არ იყოს.
"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი არ არსებობს და ჯერ კიდევ ვერ ვაკმაყოფილებთ დასავლურ დემოკრატიულ სტანდარტებს, მსგავსი კონსტიტუციური ცვლილება უკვე პრობლემაა," - აღნიშნა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ Allnews.ge-სთან საუბარში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩიტაძის განმარტებით, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის დანიშვნა არადემოკრატიული პროცესი არ არის, თუმცა საქართველოს მაგალითზე, შესაძლოა დადებითი შედეგის მომტანი ვერ იყოს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელშია, - "პრეზიდენტის არჩევა არ უნდა მოხდეს იმის გამო, რომ ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის დაპირისპირებაა და პარლამენტმა ივანიშვილის გამო კონსტიტუცია არ უნდა შეცვალოს, ეს დემოკრატიულ პროცესებზე დადებითად ვერ აისახება," - განაცხადა პოლიტოლოგმა.
რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი
ქვეყნის საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლის ინიციატივას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას პოლიტოლოგი გიორგი ცხადაიაც უკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვილილება, შესაძლოა, პრეზიდენტის დისკრედიტაციას უკავშირდებოდეს, - "ცვლილებები ცივი გონებითა და რაციონალურად უნდა იყოს დაგეგმილი და არა პირადი შუღლითა და დაპირისპირებით გამოწვეული. თუ ამ ცვლილებას განახორციელებენ ამით არაფერი დაშავდება, უბრალოდ ის ვერ იქნება აღქმული, როგორც ნაბიჯი დემოკრატიისკენ," - აღნიშნა მან.
ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში გამართლებულია, თუმცა საქართველოს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, იმავეს თქმა რთულია, - "იმის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ გვეყოლება არა სუპერ პრედიზენტი, როგორ გამოცდილებაც ჩვენ წინა წლებში გვქონდა, არამედ სუპერ პრემიერ-მინისტრი, ამგვარად, მსგავსი პრაქტიკით იგივე სახელმწიფოს დავუბრუნდებით, როგორიც გვქოდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში," - განმარტავს პოლიტოლოგი.
გიორგი გობრონიძე ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული დღევანდელი საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე პრეზიდენტს ცოტა მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა შესაძლოა, საპარლამენტო მართვის სისტემაზე გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არა პირდაპირი გზით აირჩევენ, არამედ მას პარლამენტი დანიშნავს.
ინიციატივას პოლიტოლოგები გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის შესაძლოა, საქართველო მზად არ იყოს.
"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი არ არსებობს და ჯერ კიდევ ვერ ვაკმაყოფილებთ დასავლურ დემოკრატიულ სტანდარტებს, მსგავსი კონსტიტუციური ცვლილება უკვე პრობლემაა," - აღნიშნა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ Allnews.ge-სთან საუბარში.
ჩიტაძის განმარტებით, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის დანიშვნა არადემოკრატიული პროცესი არ არის, თუმცა საქართველოს მაგალითზე, შესაძლოა დადებითი შედეგის მომტანი ვერ იყოს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელშია, - "პრეზიდენტის არჩევა არ უნდა მოხდეს იმის გამო, რომ ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის დაპირისპირებაა და პარლამენტმა ივანიშვილის გამო კონსტიტუცია არ უნდა შეცვალოს, ეს დემოკრატიულ პროცესებზე დადებითად ვერ აისახება," - განაცხადა პოლიტოლოგმა.
რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი
ქვეყნის საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლის ინიციატივას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას პოლიტოლოგი გიორგი ცხადაიაც უკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვილილება, შესაძლოა, პრეზიდენტის დისკრედიტაციას უკავშირდებოდეს, - "ცვლილებები ცივი გონებითა და რაციონალურად უნდა იყოს დაგეგმილი და არა პირადი შუღლითა და დაპირისპირებით გამოწვეული. თუ ამ ცვლილებას განახორციელებენ ამით არაფერი დაშავდება, უბრალოდ ის ვერ იქნება აღქმული, როგორც ნაბიჯი დემოკრატიისკენ," - აღნიშნა მან.
ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში გამართლებულია, თუმცა საქართველოს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, იმავეს თქმა რთულია, - "იმის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ გვეყოლება არა სუპერ პრედიზენტი, როგორ გამოცდილებაც ჩვენ წინა წლებში გვქონდა, არამედ სუპერ პრემიერ-მინისტრი, ამგვარად, მსგავსი პრაქტიკით იგივე სახელმწიფოს დავუბრუნდებით, როგორიც გვქოდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში," - განმარტავს პოლიტოლოგი.
გიორგი გობრონიძე ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული დღევანდელი საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე პრეზიდენტს ცოტა მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს.
მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარები
(3)
ეგრე კომუნისტებიც ირჩევდნენ მტავარ ტავჯდომარეს ანუ პრეზიდენტს ხომ არა ვბრუნდებიიიტ???? ტავჯდომარეს მაშინ უპრო მეტი უპლებები ჰქონდა ვიდრე ახლა ჩვენს გასაწყლებულ პრეზიდენტს . რა მოსდის ამ ჩვენსს პრეზიდენტებს დარდისგან რომ სუქდებიან ამერიკის პრეზიდენტები კი დარდისგან ხდებიან . ცჰემი მარგველა მაგარი პრეზიდენტია მეორედაც ავირჩევდი ახლა გამოცდილი პრეზიდენტია და უკეტესად გვაცხოვრებს
არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკები, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი წესით (მაგ: ჩეხეთი და სლოვაკეთი) და არსებობს ქვეყნები სადაც არაპირდაპირი წესით (მაგ: გერმანია, იტალია, ესტონეთი, ლატვია). ცალსახად ვერ იტყვი, რომ ან ერთი ფორმაა არადემოკრატიული და ან მეორე. ვერც ვერავინ დაწერს მზა რეცეპტს ამ შემთხვევისთვის. ეს საკითხი შესაბამის ფორმატში, ფართო კონსესუსის გზით უნდა გადაწყდეს.