
არავითარ წყენას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს. კობახიძე ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების თაობაზე მმართველი გუნდისგან შეთავაზება მიიღო, თუმცა განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია და კონსულტაციები გრძელდება.
"შეთავაზება მივიღე, ვადასტურებ, მაგრამ ჩემგან ეს საკითხი არ არის დადასტურებული. კონსულტაციები გრძელდება. არავითარ წყენას ადგილი არ აქვს. ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ძალიან შემართებით იმისთვის, რომ შეუდგეს პარლამენტი საქმიანობას", - განაცხადა კობახიძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არსებული ინფორმაციით, მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერობიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გადანაცვლება არ სურს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკიც ადასტურებს, რომ "არის რაღაც პირადი ფაქტორები", რითაც მანანა კობახიძის ეს პოზიციაა განპირობებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არავითარ წყენას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს. კობახიძე ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების თაობაზე მმართველი გუნდისგან შეთავაზება მიიღო, თუმცა განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია და კონსულტაციები გრძელდება.
"შეთავაზება მივიღე, ვადასტურებ, მაგრამ ჩემგან ეს საკითხი არ არის დადასტურებული. კონსულტაციები გრძელდება. არავითარ წყენას ადგილი არ აქვს. ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ძალიან შემართებით იმისთვის, რომ შეუდგეს პარლამენტი საქმიანობას", - განაცხადა კობახიძემ.
არსებული ინფორმაციით, მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერობიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გადანაცვლება არ სურს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკიც ადასტურებს, რომ "არის რაღაც პირადი ფაქტორები", რითაც მანანა კობახიძის ეს პოზიციაა განპირობებული.
მკითხველის კომენტარები
(0)