16 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
09.11.2016 / 06:11
შრიფტის ზომა:

რატომ ვერ შეძლო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის პირველი პირის გუნდში დარჩენა?

მიხეილ სააკაშვილი უკრაინას ოპოზიციონერ ლიდერად მოევლინება- აღნიშნული განცხადება უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ ფესენკომ ALLNEWS.GE-სთან საუბარში გააკეთა. პოლიტოლოგის განმარტებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის გუნდის წევრებმა, ასევე უკრაინელმა დეპუტატებმა და აქტივისტებმა ახალი პოლიტიკური პარტია "ტალღა" შექმნეს.

მომავალი წლის თებერვალში ჩანიშნული პარტიის ყრილობაზე არაოფიციალური ლიდერი, შესაძლოა, ოფიციალურ ხელმძღვანელად გამოცხადდეს.

ვლადიმერ ფესენკოს განმარტებით, მას შემდეგ რაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და შესაბამისად ოდესის ყოფილ გუბერნატორს სამშობლოში დაბრუნების იმედი ამოეწურა, აქტიურ პოლიტიკაში დარჩენის ერთადერთი გზა უკრაინაში ოპოზიციონერი ლიდერის სტატუსით დარჩენა გახდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ვფიქრობ, უკანასკნელ თვეებში სააკაშვილს სჯეროდა, რომ მისი პარტია წარმატებით გაივლიდა არჩევნებს და ამის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნებოდა. ახლა არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ის ამ პარტიას სათავეში ჩაუდგება. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი თავად ამბობს, რომ უკრაინაში დარჩენას აპირებს. ვფიქრობ, ის შეეცდება, თავი წარმოაჩინოს როგორც ალტერნატიულმა პოლიტიკურმა ლიდერმა", - განაცხადა ვლადიმერ ფესენკომ.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში გადაინაცვლებს

პოლიტოლოგმა არც მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში სააკაშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმას ვერ შეძლებს, საზოგადოებრივი აქტივობა კი ისეთი ენერგიული, ემოციური და ქარიზმტული ადამიანისთვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, პენსიაზე გასვლის მსგავსი იქნება.

მაგრამ რატომ ვერ შეძლო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის პირველი პირის გუნდში დარჩენა?

აღნიშნულ კითხვაზე ALLNEWS.GE-ის გამოცემა Ukraine analytica-ს მთავარმა რედაქტორმა უპასუხა. ანა შელესტის განმარტებით, სააკაშვილმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით ვერ გაართვა. ოდესაში ქართული სასწაული ვერ ახდა. იმედი, რომ ოდესა მეორე ბათუმი გახდებოდა და ყველაფრი მკვეთრად შეიცვლებოდა, მითი აღმოჩნდა.

"სააკაშვილის უკრაინაში ჩამოსვლის მომენტიდან მის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა.

2015 წლის მაისში დიდი ეიფორია იყო. მათაც კი ვინც პრეზიდენტ პოროშენკოს მომხრეებად არ ითვლებიან, სჯეროდათ, რომ ოდესაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდებოდა, ეს ყველაფერი კი სწრაფად და თვალსაჩინოდ მოხდებოდა. თუმცა პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი გუნდის გარეშე ჩამოვიდა. მას შეეძლო იდეების ინიცირება, თუმცა განმახორციელებელი, ხშირ შემთხვევაში, არავინ იყო. ძველი სისტემების რღვევა ხდებოდა, მაგრამ ახალი და ქმედითი არ იქმნებოდა. იყო ძალიან ბევრი განცხადება გეგმების შესახებ, მაგრამ ძალიან ნაკლები დასრულებული პროექტი, რომელიც რეალურ წარმატებად შეიძლებოდა მიჩნეულიყო", - განაცხადა ანა შელესტმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი კლანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა

რედაქტორის ამ მოსაზრებას ფესენკოც დაეთანხმა და განმარტა, რომ როდესაც სააკაშვილი გუბერნატორად ინიშნებოდა, პოროშენკოს სჯეროდა, რომ ოდესა წარმატებისა და რეფორმების მაგალითი გახდებოდა, თუმცა გარდატეხა არ მოხდა.

"რა თქმა უნდა, რაღაც ძვრები იყო, მაგრამ ანტიკორუფციული ან რეფორმატორული რევოლუცია ოდესაში არ მოხდა.

სოციალურ-ეკონომიკური ანგარიშის თანახმად ოდესა სიის ბოლო ადგილს იკავებს. ამიტომ მისი მუშაობა გუბერნატორის თანამდებობაზე წარუმატებელი აღმოჩნდა და ამას თავადაც აცნობიერებდა, შესაბამისად წასვლა უნდოდა", - განმარტა ვლადიმერ ფესენკომ.

"რაც შეძლო რომ გაეკეთებინა, მოსახლეობა დაარწმუნა, რომ კორუფციის მიმართ ნაკლებად მიმღებნი ყოფილიყვნენ და რომ ცვლილება სწორედ მათით იწყებოდა. გარდა ამისა, მან სამხრეთით ოდესა-რენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაასრულა. და სულ ეს იყო", - თქვა ანა ფესენკომ, - "რატომ ვერ მიაღწია წარმატებას? ერთ-ერთი ასპექტი, ალბათ, ისიც არის, რომ მან სწორად ვერ შეაფასა გუბერნატორის უფლებამოსილება".

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

რედაქტორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტისა და გუბერნატორის უფლებამოსილებას შორის ზღვარის გავლება გაუჭირდა. ხშირად მოქმედებდა როგორც პრემიერ-მინისტრი ან როგორც ქალაქის მერი, ოდესაში ყოფნას კი კიევში საქმის წარმოებას ამჯობინებდა.

როგორც არ უნდა იყოს, პრეზიდენტობიდან გუბერნატორობამდე გზა სააკაშვილისთვის რთული აღმოჩნდა.

პოროშენკოს გუნდში დარჩენაში კი ხელი პიროვნულმა კონფლიქტებმაც შეუშალეს. ხშირად, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ამჯობინებდა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს, პოროშენკოს გუნდის წევრებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს აქტიურად და თანაც საჯაროდ უპირისპირდებოდა.

"პოროშენკოსა და სააკაშვილს ურთიერთპრეტენზიები ჰქონდათ, რადგან მოცემულ პირობებში პრეზიდენტს არ სჭირდებოდა, გამოკვეთილი ფიგურა, რომელიც მას მედია სივრცეში ჩაანაცვლებდა. მას სურდა ძლიერი მმართველი ადგილზე" - განაცხადა ანა ფესენკომ.

უკრაინული გამოცემა hromadske კი იუწყება, რომ სააკაშვილის გადაყენება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა, ოდესის გუბერბატორის მიერ წამოწყებული პროექტების დასრულებამდე გადაიდო. სააკაშვილმა ვითარებით ისარგებლა და სტატუსისა და გავლენის შენარჩუნების მიზნით გადაწყვეტილების მოქმედებაში მოყვანამდე თანამდებობა თავად დატოვა.

მკითხველის კომენტარები
(1)

რ ე ა ლ ო ბ ა
09 ნოემბერი , 2016 08:11

ვერ შეძლო კიარა ისედაც 1 გუნდი არიან

ეს პოლიტიკაა მიშა ჩაანახცვლებს პოროშენკოს

აი ნახავთ მიშა უკრაინის ხელისუფლებაში მოვა

გუბერნატორობა უბრალოდ მოთელვა იყო წინსვლისთვის და დიდი მიზნებისთვის

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
• შიდა_horizont_10ambebi.ge
• შიდა_horizont_10palitravideo.ge
• შიდა_horizont_10bpn.ge
• შიდა_horizont_10ipn.ge
• შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
• შიდა_horizont_10lelo.ge
• შიდა_horizont_10msholebi.ge
• შიდა_horizont_10mkurnali.ge
• შიდა_horizont_10SS NEW
• შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რატომ ვერ შეძლო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის პირველი პირის გუნდში დარჩენა? | Allnews.Ge