
მოვდივარ დამძიმებული იმ 12 წლით, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად გავიარე, – ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა ქუთაისის პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
ინაშვილის თქმით, აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობა ძირეულად შეიცვალოს.
"ამაზე ვიმუშავებთ ჩვენ. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი", – განაცხადა ინაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კითხვაზე, როგორც ჩამოყალიბდება სტრუქტურულად "პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხალხს აწუხებს, სწორედ მათგან იქნება გასაჯაროებული.
"არის მოსაზრება, რომ 6 დეპუტატი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და პრაქტიკულად ასეა, როცა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ეს 6 დეპუტატი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას.
ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოტს, ვიღაცას მოწონხარ, მხარს დაგიჭერს, ვიღაცას არ მოწონხარ და არ დაგიჭერს. თუ მხარს დაგვიჭერენ, გაგვიხარდება", – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" "ქართული ოცნების" მიერ წამოწეულ საკითხებს, რომელსაც ისინიც იზიარებენ, მხარს დაუჭერს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტია არ ითანამშრომლებს.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე იკრიბებიან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოვდივარ დამძიმებული იმ 12 წლით, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად გავიარე, – ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა ქუთაისის პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
ინაშვილის თქმით, აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობა ძირეულად შეიცვალოს.
"ამაზე ვიმუშავებთ ჩვენ. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი", – განაცხადა ინაშვილმა.
კითხვაზე, როგორც ჩამოყალიბდება სტრუქტურულად "პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხალხს აწუხებს, სწორედ მათგან იქნება გასაჯაროებული.
"არის მოსაზრება, რომ 6 დეპუტატი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და პრაქტიკულად ასეა, როცა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ეს 6 დეპუტატი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას.
ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოტს, ვიღაცას მოწონხარ, მხარს დაგიჭერს, ვიღაცას არ მოწონხარ და არ დაგიჭერს. თუ მხარს დაგვიჭერენ, გაგვიხარდება", – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" "ქართული ოცნების" მიერ წამოწეულ საკითხებს, რომელსაც ისინიც იზიარებენ, მხარს დაუჭერს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტია არ ითანამშრომლებს.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე იკრიბებიან.
მკითხველის კომენტარები
(0)