
დღეს საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა.
რეგისტრაცია პარლამენტის 148-მა წევრმა გაიარა. რეგისტრაცია არ გაუვლია გია ჟორჟოლიანს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მივლინებაში იმყოფება და სანდრა რულოვსს, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, რომელმაც დეპუტატებს სიტყვით მიმართა და მათ კონსტიტუციის გადახედვაზე, თავისუფალი მედია გარემოს შექმნასა და ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე ესაუბრა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების - მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი, ხოლო მეორე მხრივ, მინდა მოგახსენოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის მიმართვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი მიმართვა საინტერესო იყო. "ჟურნალისტი უნდა გრძნობდეს თავს სტაბილურად სახელმწიფოში, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიულია," - აღნიშნა მან.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მოსწავლეებისადმი სკოლის დირექტორის მიმართვას ჰგავდა.
"ცოტა არ იყოს, მისმა დამრიგებლურმა ტონმა გამაოცა, მაგრამ, ესეც გასაგებია," - აღნიშნა დეპუტატმა.
მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ სურს, ის გარკვეული შიში თუ საფრთხეების პროგნოზი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით გააკეთა, გაიფანტოს. "მინდა, რომ ნამდვილად გავფანტოთ ეს შიში საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრებმა და ვთქვა, რომ ჩვენ უმრავლესობა გვჭირდება ერთადერთი მიზნით - ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ნამდვილად იყოს ბალანსი და ამომრჩევლებისთვის მიცემული ყველა დანაპირები შევასრულოთ," - განმარტა მან.
პრეზიდენტმა პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ, სიტყვა უხუცეს დეპუტატს, რევაზ არველაძეს გადასცა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. როგორც რევაზ არველაძემ განაცხადა, სხდომას ახალარჩეული პარლამენტის 141 წევრი დაესწრო.
ამის შემდეგ, პარლამენტში ხმის დამთვლელი დროებითი კომისიისა და დროებითი სამანდატო კომისიი ფორმირების პროცესი დაიწყო, რომელთა შემადგენლობა პარლამენტს "ცესკოს" თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ წარუდგინა.
დეპუტატებმა პარლამენტის სხდომაზე ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რომლის ტექსტიც ასევე თამარ ჟვანიამ წაიკითხა.
დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტში "მრეწველების" დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ფრაქცია შექმნა, რომელში ე.წ უპარტიო დეპუტატები გაერთიანდებიან.
ცნობილი გახდა მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილებაც.
პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრამდე მათი გვარები დროებითი სამანდატო კომისიის ხელმძვანელმა გიორგი კახიანმა წაიკითხა.
მე-9 მოწვევის პარლამენტი შემდეგი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შემადგენლობაშია 115 დეპუტატი. 27 დეპუტატით არის წარმოდენილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 6 დეპუტატისგან შედგება "პატრიოტთა ალიანსის" გაერთიანება. "თოფაძე - მრეწველები" წარმოდგენილია ერთი მაჟორიტარი დეპუტატით და კიდევ ერთი, საინიციატივო ჯგუფის სახელით არჩეული დეპუტატი სალომე ზურაბიშვილია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დღეს საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა.
რეგისტრაცია პარლამენტის 148-მა წევრმა გაიარა. რეგისტრაცია არ გაუვლია გია ჟორჟოლიანს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მივლინებაში იმყოფება და სანდრა რულოვსს, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, რომელმაც დეპუტატებს სიტყვით მიმართა და მათ კონსტიტუციის გადახედვაზე, თავისუფალი მედია გარემოს შექმნასა და ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე ესაუბრა.
"მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების - მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი, ხოლო მეორე მხრივ, მინდა მოგახსენოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის მიმართვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი მიმართვა საინტერესო იყო. "ჟურნალისტი უნდა გრძნობდეს თავს სტაბილურად სახელმწიფოში, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიულია," - აღნიშნა მან.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მოსწავლეებისადმი სკოლის დირექტორის მიმართვას ჰგავდა.
"ცოტა არ იყოს, მისმა დამრიგებლურმა ტონმა გამაოცა, მაგრამ, ესეც გასაგებია," - აღნიშნა დეპუტატმა.
მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ სურს, ის გარკვეული შიში თუ საფრთხეების პროგნოზი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით გააკეთა, გაიფანტოს. "მინდა, რომ ნამდვილად გავფანტოთ ეს შიში საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრებმა და ვთქვა, რომ ჩვენ უმრავლესობა გვჭირდება ერთადერთი მიზნით - ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ნამდვილად იყოს ბალანსი და ამომრჩევლებისთვის მიცემული ყველა დანაპირები შევასრულოთ," - განმარტა მან.
პრეზიდენტმა პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ, სიტყვა უხუცეს დეპუტატს, რევაზ არველაძეს გადასცა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. როგორც რევაზ არველაძემ განაცხადა, სხდომას ახალარჩეული პარლამენტის 141 წევრი დაესწრო.
ამის შემდეგ, პარლამენტში ხმის დამთვლელი დროებითი კომისიისა და დროებითი სამანდატო კომისიი ფორმირების პროცესი დაიწყო, რომელთა შემადგენლობა პარლამენტს "ცესკოს" თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ წარუდგინა.
დეპუტატებმა პარლამენტის სხდომაზე ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რომლის ტექსტიც ასევე თამარ ჟვანიამ წაიკითხა.
დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტში "მრეწველების" დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ფრაქცია შექმნა, რომელში ე.წ უპარტიო დეპუტატები გაერთიანდებიან.
ცნობილი გახდა მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილებაც.
პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრამდე მათი გვარები დროებითი სამანდატო კომისიის ხელმძვანელმა გიორგი კახიანმა წაიკითხა.
მე-9 მოწვევის პარლამენტი შემდეგი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შემადგენლობაშია 115 დეპუტატი. 27 დეპუტატით არის წარმოდენილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 6 დეპუტატისგან შედგება "პატრიოტთა ალიანსის" გაერთიანება. "თოფაძე - მრეწველები" წარმოდგენილია ერთი მაჟორიტარი დეპუტატით და კიდევ ერთი, საინიციატივო ჯგუფის სახელით არჩეული დეპუტატი სალომე ზურაბიშვილია.
მკითხველის კომენტარები
(0)