
პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული თავმჯდომარეობის კანდიდატები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთხმად დაამტკიცეს - ირაკლი სესიაშვილის, ეკა ბესელიასა და გიორგი კახიანის გარდა, რომელთა წინააღმდეგაც დაფიქსირდა ხმა. კომიტეტების თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს კენჭისყრაზე ხმა ერთსულოვნად მისცეს.
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობა შემდეგმა დეპუტატებმა დაიკავეს:
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი.