07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
20.11.2016 / 11:11
შრიფტის ზომა:

ირაკლი კობახიძემ პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ბრიჯიტ ბრინკისთან გამართა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"პირველ რიგში ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მის გაღრმავებაზე, იმ ურთიერთობების შენარჩუნებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ტრადიციულად აქვს. ჩვენ გვაქვს აშშ-ის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო რეგიონში არის ლიდერი როგორც დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ისე ბევრი სხვა მიმართულებით. რეფორმების გაგრძელების კუთხით ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩატარებულ არჩენებს და ამ მხრივ ხაზი გაესვა ეუთოს მიერ წარმოდგენილ შეფასებას. "ბევრ სხვა საკითხთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, რომ თავისუფალი მედია და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ საერთო აზრზე, რომ დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალი მედიის გარეშე ვერ იარსებებს", - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ირაკლი კობახიძემ პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან გამართა | Allnews.Ge