
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელსა და პარიზში განხორციელებული ტერაქტების უკან მდგარი ტერორისტების ქსელის განადგურება მიმდინარეობს. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება.
"ჩვენ ვიცით, რომ კიდევ არის სხვა ქსელები. მაშინაც კი, როდესაც პარიზსა და ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმების უკან მდგარი ტერორისტების განადგურების პროცესი მიმდინარეობს, საფრთხე კვლავ რჩება", - აღნიშნა ოლანდმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ ქვეყნის პოლიციამ ეროვნებით ფრანგი რედა კრიკეტი დააკავა, რომელიც გავრცელებული ცნობით, თავდასხმას გეგმავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულს კავშირი აქვს ბრიუსელის და პარიზის ტერაქტების ორგანიზატორებთან. მისი დაკავების შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა ქალაქ არჟანტიოიშიც.
ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ევროპის არაერთ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მხარდამჭერებს უზენაეს სასამართლოსთან, 14:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დათმონ "რუსთავი 2".
"ჩვენი გადაწყვეტილებაა, ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ბოლომდე ევროინტეგრაციული მომავალი და დავიცვათ ჩვენი მაყურებლის ინტერესი. ამ შენობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას. ჩვენ მოვუწოდებთ "რუსთავი 2-ის" ტელემაყურებელს, ჩვენს მხარდამჭერებს, დაიცავით "რუსთავი 2". თქვენს გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება, დაიცავით ყველა მეთოდით, რაც ნებადართულია კანონით და თავისუფალი ადამიანით.
გამოდით ნებისმიერ აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები. გამოდით ჩვენს მოწოდებაზე და ფიზიკურად დაიცავით "რუსთავი 2". ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ეს დღეს ისე შედის თქვენს შესაძლებლობებში, როგორც არასდროს.
დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ, რომელიც აუცილებლად გადაწყვეტს, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. "რუსთავი 2" არ ნებდება, აგრძელებს ბრძოლას, მას აქვს კეთილგონიერების იმედი მოსამართლეების და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იყოს კეთილგონიერი და ნუ დაღუპავს ქვეყანას. ჩვენ, რაც მთავარია, ვართ ქართველი ხალხის კეთილგონიერების იმედზე", - გვარამია.
მკითხველის კომენტარები
(0)