
ნოდარ ხადური, დავით ბაქრაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, ილია ელოშვილი და გელა დუმბაძე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცოტა ხნის წინ დაასახელა. კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი გუნდის წევრებად რჩებიან.
კვირიკაშვილის თქმით, ისინი მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.
რა თანამდებობებს დაიკავებენ ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და გელა დუმბაძე ამ დროისთვის უცნობია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ნოდარ ხადური, დავით ბაქრაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, ილია ელოშვილი და გელა დუმბაძე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცოტა ხნის წინ დაასახელა. კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი გუნდის წევრებად რჩებიან.
კვირიკაშვილის თქმით, ისინი მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.
რა თანამდებობებს დაიკავებენ ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და გელა დუმბაძე ამ დროისთვის უცნობია.
მკითხველის კომენტარები
(0)