24 ორშაბათი - 2025, მარტი

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება | Allnews.Ge

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება. მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე - ზურაბ ალავიძის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე კი ვიქტორ დოლიძის კანდიდატურები დაასახელა.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ დოლიძეს გუნდში დაბრუნება მიულოცა. მისივე თქმით, ვიქტორ დოლიძეს აქვს კარგი კონტაქტები და დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს.

მინისტრები, რომლებიც ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ზურაბ ალავიძეს, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის არის ახალგაზრდა, ენერგიული მენეჯერი, რომელიც თავის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში წარმართავდა. ის ასევე გარკვეული პერიოდი იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ალავიძეს აქვს როგორც საფინანსო-საბანკო სექტორში მუშაობის, ასევე მასშტაბური ინფრასტრუქტრუქტურული პროექტების მართვის დიდი გამოცდილება.

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი გახარია კი, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კვალიფიციური ეკონომისტია. როგორც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, მას აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კარგი ხედვა და თანამედროვე მიდგომები. გიორგი გახარია მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში წამყვან თანამდებობებზე, 2013 წლიდან იყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და პრემიერ-მინისტრის თანამშემწე ეკონომიკურ საკითხებში.