
ჩვენ, ჩვენი ძალებით მობილიზებული ვართ საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე, - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, როცა აფხაზეთი რუსეთში დასწრებას აძლიერებს.
"ჩვენ ჩვენი ძალებით მობილიზებული ვართ საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე და 100%-იანი კონტროლი გვაქვს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.