
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" აცნობს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა "ქართულ ოცნებას".
"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონსოლიდაციით მივიღებთ პარლამენტის მანდატს და ყველანი მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ ეს ძალიან დიდი ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გავამართლოთ. მინდა მივმართო მათაც, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა და ვთქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილებას, მათ პოლიტიკურ გემოვნებას და გამოვთქვამთ რწმენას, რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილები, რომელთაც გვაერთიანებს ერთი ამოცანა - საქართველოს წინსვლა - პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე შევქმნათ ერთად.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამისთვის თითოეული მოქალაქის კონსოლიდაცია და მთელი საზოგადოების გაერთიანება იქნება საჭირო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თავის მიმართვაში.
პარლამენტის ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. "ქართული ოცნების" მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ცვლის. ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარედგინა. მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე. მთავრობის ახალი წევრია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" აცნობს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა "ქართულ ოცნებას".
"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონსოლიდაციით მივიღებთ პარლამენტის მანდატს და ყველანი მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ ეს ძალიან დიდი ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გავამართლოთ. მინდა მივმართო მათაც, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა და ვთქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილებას, მათ პოლიტიკურ გემოვნებას და გამოვთქვამთ რწმენას, რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილები, რომელთაც გვაერთიანებს ერთი ამოცანა - საქართველოს წინსვლა - პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე შევქმნათ ერთად.
ამისთვის თითოეული მოქალაქის კონსოლიდაცია და მთელი საზოგადოების გაერთიანება იქნება საჭირო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თავის მიმართვაში.
პარლამენტის ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. "ქართული ოცნების" მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ცვლის. ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარედგინა. მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე. მთავრობის ახალი წევრია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
მკითხველის კომენტარები
(0)