
ზაჰესის გზის საავტომობილო მონაკვეთზე დამაკავშირებელი ხიდის მარცხენა ფლიგელი ჩაინგრა, რის გამოც ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიაზე გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ისინი ნგრევას მშენებელი კომპანიის მიერ საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას უკავშირებენ. ასევე მიმართავენ თბილისის მერიას, რომ მოხდეს დაზიანებული ხიდის დროული და ხარისხიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც, რომლებიც თბილისის მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს მშენებელ კომპანიასა და თბილისის მერიას შორის არსებული საქმიანობის შესწავლა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქციზის ზრდა მუნიციპალურ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსების ფასზე არ აისახება.
მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის - ავტობუსების საფასურის სუბსიდირება, იქ, სადაც მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიები ფუნქციონირებს, ისე, რომ აქციზის ზრდამ ავტობუსების საფასურის ზრდა არ გამოიწვიოს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება.
მკითხველის კომენტარები
(1)
რატომ ანგრევს საქართველოს რკინიგზის დახმარებით ჩინეთის 23 ბრიგადა "ზვარეს" უნიკალურ წყლის საბადოს, ფეხებზე გკიდიათ საქართველოს ბუნება ოღონდ თქვენი გააკეთოთ იაფად. თქვენ ეს ბარბაროსობა ასჯერ ძვირად დაგიჯდებათ. თქვენ პასუხს აგებთ ქართველი ხალხის სახელით, ბარბაროსებო.