საზოგადოება
26.12.2016 / 06:12
შრიფტის ზომა:

სად წავიყვანოთ ბავშვი საახალწლოდ

სად წავიყვანოთ ბავშვი საახალწლოდ

ახალი წელი ზეიმსა და გართობასთან ასოცირდება. მშობლებიც ცდილობენ, მეტი დრო დაუთმონ ბავშვებს და გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანონ. Allnews.ge გთავაზობთ ინფორმაციას საახალწლო საბავშვო ღონისძიებების შესახებ.

კონტაქტური ზოოპარკი "ფაუნალენდი" პატარა მაყურებლებს სთავაზობს საახალწლო ზღაპარს "ჯადოსნური გარდაქმნა." ბილეთების ფასი 8 და 14 ლარია. ღონისძიება 17 დეკემბებრს დაიწყო და კვირაში რამდენჯერმე იმართება.

25 დეკემბრიდან კი თბილისის ცირკში საცირკო წარმოდგენა სახელად "საახალწლო ატრაქციონების აღლუმი" გელოდებათ. წარმოდგენაზე მაყურებლის წინაშე წარდგებიან ილუზიონისტები, საჰაერო ტანმოვარჯიშეები, ჟონგლიორები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ვეფხვების ატრაქციონი და ესპანური კორიდა, აქლემები, ძაღლები და იაკები. ბილეთის ფასი 10-დან 25 ლარამდე მერყეობს.

ახმეტელის თეატრში სპექტაკლი "თოვლის დედოფალი" 20 ნოემბერს დაიწყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თოვლის დედოფალი ყინულის სასახლიდან ცნობილი დანიელი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. ახმეტელის თეატრი ცნობილი ზღაპრის უჩვეულო და საინტერესო ინტერპრეტაციას წარმოგიდგენთ. ბილეთები 7-10 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

"ბიბლუსი ქიდსი" 24 დეკემბრიდან საახალწლო ზეიმს "ჰოუ! ჰოუ! ჰოუ!" გთავაზობთ. საახალწლო პროგრამაში შედის: უსაყვარლესი პეპი, ყველაზე მზრუნველი პოპინსები, თაგუნია ჯერონიმო, ულამაზესი ელზა და სანტა კლაუსი შორეული ლაპლანდიიდან. ბილეთის ფასი 25 ლარია.

მოზარდმაყურებელთა თეატრი 27 დეკემბრიდან საახალწლო ნაძვის ხეს წარმოგიდგენთ. სანახაობაზე წარმოდგენილები იქნებიან: მგელი, მელა, კურდღელი, თოვლის გუნდა, ცეცხლი, მიმი, კაკტუსი, სალამურა, ჭიამაია, ციცინათელა და უცხოპლანეტელები. ბილეთის შეძენა 6-8-10-12 ლარადაა შესაძლებელი.

გრიბოედობის თეატრი 6 და 7 იანვარს რუსულ ენაზე წარმოადგენს მიუზიკლს "საშობაო ზღაპარი". ბილეთის ფასი 5 ლარია.

საბავშვო სტუდია "ენკი-ბენკი" 7 და 8 იანვარს საახალწლო მიუზიკლს "ოცნების ქალაქი" შემოგთავაზებთ კუტურის ცენტრ "მოზაიკაში". მიუზიკლი შობის ღამის სასწაულსა და ჯადოსნურ ქალაქზეა, სადაც იკრიბება ყველა, ვისაც ოცნებების ახდენა სურს. ბავშვებს უამრავი პერსონაჟი, ლამაზი მუსიკა და საინტერესო ისტორიები ელოდებათ. ბილეთის ფასი 12-18 ლარია.

საახლაწლო ღონისძიებები ბათუმშიც გაიმართება.

4 იანვრიდან ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს შთამბეჭდავ სანახაობას ყინულის მოედანზე. მოსკოვის ცირკის ყინულის ბალეტის მსახიობები აჩვენებენ დაუვიწყარ შოუ-ბალეტს ყინულზე. პროგრამა შეიქმნა სპეციალურად ბათუმის გასტროლისთვის.

ჩამოთვლილ ღონისძიებებზე დასაწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია.

ნანა მღებრიშვილი

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს | Allnews.Ge

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო ნიკოლეიშვილი წარუდგინა.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, გიორგი მღებრიშვილმა დათო ნიკოლეიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან ერთად სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ამასთანავე, გვაქვს ამ მიზნების მიღწევის კონკრეტული ხედვა.

"ვაპირებთ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად გავნახორციელოთ სასაზღვრო პოლიციის ყველა სფეროს მოდერნიზაცია და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, იქნება ეს სახმელეთო საზღვრის, სანაპირო დაცვის თუ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მიმართულება. გარდა ამისა, ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის კარიერული განვითარებისა და ოფიცერთა მომზადების ახალი სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ სასაზღვრო პოლიციის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ სასაზღვრო პოლიცია სწრაფად განვითარდება. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასაზღვრო პოლიციის ახალმა უფროსმა შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად", - აღნიშნა დათო ნიკოლეიშვილმა.