02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველო სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის | Allnews.Ge

საქართველო სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის

მიმდინარე კვირაში განისაზღვრება სირიაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების ფორმა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირაში მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით სირიაში დაზარალებულთათვის.

"ამისთვის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები არის, რადგან ვერ ხერხდება მიწოდება პირდაპირ პროდუქციის და ა.შ.

მაგრამ არსებობს გაერო-ს მიერ შექმნილი სპეციალური ფონდი და ფორმატები, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მიმდინარე კვირაში განვსაზღვავთ ჰუმანიტარული დახმარების ფორმას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რაც შეეხება სირიის შესახებ რეზოლუციას, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის და ქვეყნის პოზიცია ძალიან აქტიურად ფიქსირდება ყველა საერთაშორისო ფორმატში სირიასთან დაკავშირებით.

"ჩვენ მაქსიმალურად ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მასშტაბით სირიის კრიზისის საკითხებზე. ეს გამოიხატება ჩვენ განცხადებებში გაერო-ს ფორმატში, რეზოლუციებით, ასევე გამოიხატება მაგალითად, ჩვენი ვალდებულებით, რომელიც გავაჟღერეთ თუნდაც სტამბოლის სამიტზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა, რომ ჩვენ მივიღებთ მიგრანტ სტუდენტებს საერთაშორისო დონორების დაფინანსების შემთხვევაში.

მე შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სირიასთან მიმართებით საქართველოს პოზიცია გაჟღერებულია ყველა ფორმატში, ძალიან მტკიცედ და კონკრეტულად და ჩვენ პარტიონები მკაფიოდ ხედავენ ჩვენს პოზიციას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.