
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გაიგებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს 16:30 საათზე გამოაცხადებს.
გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს ბრალდების მხარე "თბილსერვის ჯგუფში" ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას ედავება. "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რაც შეეხება რიყის პარკის ეპიზოდს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა.
უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისი ინტერესების დამცველებმა გაასაჩივრეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გაიგებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს 16:30 საათზე გამოაცხადებს.
გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს ბრალდების მხარე "თბილსერვის ჯგუფში" ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას ედავება. "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება რიყის პარკის ეპიზოდს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა.
უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისი ინტერესების დამცველებმა გაასაჩივრეს.
მკითხველის კომენტარები
(0)