31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
08.01.2017 / 10:01
შრიფტის ზომა:

ნიკა მელია დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის

ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად ცალკე საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება. ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის შემდეგ იგეგმება, რაც თავის მხრივ, პარტიის გაყოფის პროცესის გაგრძელება იქნება.

ფრაქციას კვლავ ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში შევლენ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი. სააგენტოს ინფორმაციით, სამომავლოდ ამავე ფრაქციაში ვიხილავთ ამჟამად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" წევრებს: - სალომე სამადაშვილს, რომან გიცირიძესა და გიორგი ტუღუშს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ტუღუში არც ერთ ფრაქციში არ შევიდეს და პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აღნიშნული სცენარით გადაჯგუფების შედეგად, საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება და უმცირესობის სტატუსს ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს, ნიკა მელია და მისი თანაფრაქციელები კი, პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქციის წევრების სტატუსით იქნებიან.

ამასთან, როგორც მოსალოდნელია, "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის შემთხვევაში, მისი ლიდერები უგულავა-ბოკერია-ბაქრაძე თანამოაზრეებთან ერთად პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდებიან. აღნიშნული პარტია 8 ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკში იყო გაერთიანებული და ის კვალიფიციური სუბიექტია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ნიკა მელია დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის | Allnews.Ge