
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა დარჩეს ის უფლებამოსილება, რაც აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ასევე საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს, არის არჩევნების საკითხი. მისი თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით, ვინაიდან დღეს არსებული სისტემა არ ასახავს ქართველი ერის ნებას.
"დღეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და ფუნქციების შემცირება მხოლოდ ამ ადამიანს აძლევს ხელს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არჩევითობა უნდა შენარჩუნდეს. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, ისეთ ინსტიტუტად, რომელიც აბალანსებს დღევანდელ სიტუაციაში არაფორმალურ მმართველს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებების და პოლიტიკური როლის შესაბამისი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი ქვეყანა მიდის საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც საკონსტიტუციო კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება, მსჯელობა აუცილებელი იქნება არსებული წესის გადახედვაზე.
"ჩვენ კი არ ვიხრებით საპარლამენტო მოდელისკენ, არამედ ეს მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, ამ მოდელზეა მორგებული და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაძლო შემცირებას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.
"თუ მოხდება კონკრეტული ცვლილებები პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებზე მსჯელობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა დარჩეს ის უფლებამოსილება, რაც აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ასევე საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს, არის არჩევნების საკითხი. მისი თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით, ვინაიდან დღეს არსებული სისტემა არ ასახავს ქართველი ერის ნებას.
"დღეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და ფუნქციების შემცირება მხოლოდ ამ ადამიანს აძლევს ხელს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არჩევითობა უნდა შენარჩუნდეს. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, ისეთ ინსტიტუტად, რომელიც აბალანსებს დღევანდელ სიტუაციაში არაფორმალურ მმართველს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებების და პოლიტიკური როლის შესაბამისი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი ქვეყანა მიდის საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც საკონსტიტუციო კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება, მსჯელობა აუცილებელი იქნება არსებული წესის გადახედვაზე.
"ჩვენ კი არ ვიხრებით საპარლამენტო მოდელისკენ, არამედ ეს მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, ამ მოდელზეა მორგებული და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაძლო შემცირებას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.
"თუ მოხდება კონკრეტული ცვლილებები პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებზე მსჯელობს.
მკითხველის კომენტარები
(1)
მაშინ,როდესაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში რუსეთსა და თურქეთში ძლიერია პრეზიდენტის ინსტიტუტი ვთვლი,რომ ჩვენთანაც ასე უნდა იყოს,ორპალატიან პარლამენტზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.