მსოფლიო
26.09.2016 / 09:09
შრიფტის ზომა:

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის გაზრდაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის გაზრდაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

აზერბაიჯანში დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეფერენდუმი იმართება. კენჭისყრაზე გამოტანილია რამდენიმე საკითხი, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა 5-დან 7 წლამდე, ასევე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება.

მოსახლეობას საკუთარი აზრის დაფიქსირება ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 5,2 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე შეუძლია.

მანამდე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანადებობის შემოღებას ითვალისწინებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მედიის ცნობით, აღნიშნული ინიციატივით აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოვიდა.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ოპოზიცია ამ ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ალიევი ამ გზით საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას ცდილობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დავით საყვარელიძე - თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე | Allnews.Ge

დავით საყვარელიძე - თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე

თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებს, რომელთა შორის, მათი მტკიცებით, საყვარელიძის მიერ მოსამართლისადმი გაგზავნილი წერილიცაა.

როგორც საყვარელიძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში აღნიშნა, პროკურატურის მიერ ადგილი აქვს სისხლის სამართლის მასალების გაყალბებას, რაც დანაშაულია.

"კომიკურიდან ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი.

ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები, რომელსაც ამდენი წელი ვქმნიდით, ასეთი პრიმიტიული, გონებაშეზღუდული ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვეს, სხვათა შორის... თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი ამის [წერილის] გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე, რომ უფრო მალე და ზუსტად მიეტანათ. ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი შედგებოდა.

რა მიწერა დავით საყვარელიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - პროკურატურა შეტყობინებებს ასაჯაროვებს

გული მწყდება, რომ პროკურატურაში აღარ დარჩა კომპეტენტური იურისტი, თავმოყვარე ადამიანი. უბრალოდ უნამუსობას თავი რომ დავანებოთ, სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ. ამას ჰქვია სისხლის სამართლის მასალების და მტკიცებულებების გაყალდება. ამაზე არის ცალკე მუხლი და ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გაქტიურდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. ელემენტარული, ხომ შეიძლება უთხრან სუს-იდან მიტანილ და შუშის სახლიდან ჩამოტანილ სისულელზე, რომ დაგვცინებს ხალხიო.

ამას შევარდნაძის დროინდელი პროკურატურაც არ იკადრებდა.

ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა საყვარელიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.